суббота, 5 октября 2013 г.

ვისაც სურს წიგნად ჰქონდეს ჩემი ნაშრომები UNUS MUNDUS, ბედისწერისა და ნების თავისუფლებისათვის, ლეისეი ფეარ კაპიტალიზმის დასასრული, შეიხის შევარდნის იგავი, ქართული ენის მანიფესტი და სხვები, დარეკოს, ან მოიწეროს მეილით და შევატყობინებ, რა როგორ. tel: 592 30 29 35, 262 90 38. მეილი: g.gvasalia@yandex.ru

ქართული სპეციალიზებული, თემატური  გამოცემების საყურადღებოდ: ვწერ ანალიტიკურ  ესსეებს პოლიტიკასა და ეკნომიკაში. ერთი გვერდი 5 ლარი.  გაზეთები ნუ დამიკავშირდებიან.  ვაკეთებ უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებისა და სამეცნიერო სტატიების თარგმანებს ინგლისური და რუსული ენებიდან გვერდი – 10 ლარი.   ტელ:  592   30 29 35      262 90 38.   მეილი : g.gvasalia@yandex.ru

რას ვფიქრობ მერაბ მამარდაშვილზე?



                  დიდი ხანია განზრახული მქონდა მერაბ მამარდაშვილზე  (დაიბ. 15 სექტ. 1930, გარდ. 25 ნოემბ. 1990) წერილის გამოქვეყნება. ქართულ პრესაში ძალზე ბევრი დაიწერა და დღემდე იწერება მის გამონათქვამზე „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“.  თავიდანვე ვიტყვი:  ვინც მოელის, რომ ამის გამო აქ მამარდაშვილის გმობას დავიწყებ, ნუღა გააგრძელებს კითხვას.
23 წელი გამოხდა მამარდაშვილის სიკვდილიდან. ის რუსეთიდან მოვიდა ეროვნულ მოძრაობაში და თავისი სიტყვის თქმას ფილოსოფიურად ლამობდა. ყოველთვის მაკვირვებდა ქართველ ფილოსოფოსთა, მწერალთა, ლექტორთა დამოკიდებულება მის მიმართ. იყო ოპოზიციონერთა ყასიდი აღტაცება მამარდაშვილის ნააზრევით 1990-94 წლებში და მისი ნათქვამის ხშირი გამეორება, რომ ზვიადი დაღუპავსო საქართველოს.  ეს რიოშული აღტაცება ზვიად გამსახურდიას ჯიბრით გამოითქმოდა. მამარდაშვილის უცაბედი სიკვდილის შემდეგ ბევრმა გაიმეორა და უფრო ბევრმა კი დაიჯერა, რომ „ზვიადმა მერაბს გული გაუხეთქა“. სამოქალაქო ომის დასრულებისა და საქართველოს გაძარცვის შემდეგ იყო და არის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება მამარდაშვილის მიმართ. ზვიადის მომტერე ინტელიგენტები მამარდაშვილის სახელს იყენებდნენ იმ მოჩვენებითობის შესაქმნელად, ვითომ ბევრი ეყურებოდათ ფილოსოფიაში, ვითომ ლიბერალური ჰუმანიზმის მედროშენი იყვნენ და მარქსისტული ათეიზმით გაბეზრებულნი მეტაფიზიკის საძებნიერში ეძებდნენ ღმერთს.         

понедельник, 9 сентября 2013 г.

გამოხმაურება ზურაბ კიკნაძის კრებულზე „ანდრეზები“

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „კადმოსი“ ( N 4, 2012 წ.)

ქართლის მთიანეთი და განსაკუთრებით ხევსურეთი გამორჩეულია მითების სიმრავლით, ზეპირსიტყვიერების მრავალფეროვნებით. იშვიათია ხევსური და ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში, რომელსაც შაირი არ შეუთხზავს და რომელიმე ანდრეზი არ ახსოვდეს.

საკრედიტო დეფოლტური სვოპების რაობისათვის

          
*გამოვიდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, N 8 (164), 2013.  ეს არის სრული ტექსტი.
დღეისათვის, ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიებისას, როდესაც  ევროპისა და აშშ-ს ეკონომიკებში დაწყებულია შესამჩნევი წინსვლა, სულ უფრო მეტი იწერება ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა დერივატივები და სვოპები. ქართულ გამოცემებში მთლად კარგად ვერაა წარმოჩენილი საკრედიტო დერივატივების რაობა. ფაქტების ზედაპირულ  კონსტატაციას მოსდევს ხოლმე შაბლონური მორალისტური  განსჯა და გმობა. საკითხის არსში შთაწვდომა არ ხდება. თუ დასავლეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას მალე შეძლებს, მაშინ დერივატივების კლასები თანდათან საქართველოს საფინანსო ბაზარზეც შემოვა. ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. სულ რაღაც ათი წლის წინათ საკრედიტო დეფოლტური სვოპები თვით ეკონომისტთა ვიწრო წრეებისათვის იყო ცნობილი. ახლა სვოპებზე წერენ ყველგან. წინამდებარე წერილში სპეციალური ტერმინოლოგიის გარეშე შეუძლებლად მეჩვენება დერივატივებზე მსჯელობა, მაგრამ შევეცდები, რომ მკითხველისათვის მაქსიმალურად საყურადღებო და გასაგები გახდეს ამ ნარკვევის შინაარსი.

სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებისათვის მსოფლიო ეკონომიკაში

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 4, (160) 2013)  შემცირებული სახით და შეცვლილი სათაურით. წინამდებარე ტექსტი სრულია.
დღეისათვის ბევრი ითქმის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებსა და სარეიტინგო სააგენტოებზე. მსოფლიო ეკონომიკის გაჭიანურებულმა რეცესიამ რეიტინგების თემა მეტად აქტუალურად აქცია დასავლურ მედიაში. განიხილება ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების მიერ ქვეყნებისა და კომპანიებისათვის მინიჭებული რეიტინგები და პროგნოზირებულია ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაცხადებულ რეიტინგებს. წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება სარეიტინგო სააგენტოებსა და მათ გავლენაზე ეკონომიკაში.

რაციონალიზმი დეკარტთან და ჰუსერლთან



*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2003, N 1-2-3).  ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით.

            წინამდებარე წერილის მიზანია გაარკვიოს რაციონალიზმის ორი უდიდესი წარმომადგენლის ნააზრევის მიმართება ღმერთის პრობლემასთან, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა ფილოსოფიური თეორიისათვის.
            ქმნიდა რა შემეცნების ფენომენოლოგიურ თეორიას, ჰუსერლი მიზნად ისახავდა, რომ ამ თეორიას რაციონალისტური და მკაცრად მეცნიერული ხასიათი  ჰქონოდა. უნივერსულ არსთა შემეცნება ყოველგვარი ირაციონალიზმის გამომრიცხავი უნდა ყოფილიყო. საკითხის ჰუსერლისეულ დაყენებაში მეცნიერება კი არ უპირისპირდება ფილოსოფიას, არამედ ამ უკანასკნელს ანიჭებს ისეთივე მკაცრ გარკვეულობას და ცნებათა სიცხადეს, როგორც ეს თავად მეცნიერებისათვისაა დამახასიათებელი. ჰუსერლი ტრადიციული პოზიტივიზმის კრიტიკით გამოდის და ჭეშმარიტ პოზიტივიზმად ფენომენოლოგიას მიიჩნევს. „იდეების“  I ტომის § 20-ში ის ამბობს: „თუ სიტყვა პოზიტივიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა მეცნიერება აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენებისაგან, ეფუძნება „პოზიტიურს“, ე. ი. თვით პირველწყაროდან დანახულს, მაშინ ჭეშმარიტი პოზიტივისტები ჩვენ ვართ“.

სუბიექტური დროის საკითხი მარტინ ჰაიდეგერისა და ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებებში

*სადაც ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე ვწერ, იქ შევეხე  ექსტაზისს, საღვთო შეშლილობას,  ენთუზიაზისს.  ეს პუბლიკაცია, რომელშიც ჰაიდეგერი ექსტატიკურზე უბნობს,  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (N 7-8-9, 2004). წინამდებარე ტექსტი შესწორებულია და დამატებული. ვფიქრობ, რომ ის მიიზიდავს და შემსჭვალავს ჩემს მკითხველს.

ჰუსერლის ფენომენოლოგია და ავგუსტინეს მოძღვრება

*პუბლიკაცია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2002, N 10-11-12). წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებით.
 
ფენომენოლოგიური პრობლემატიკის შესწავლა წარმოაჩენს ჰუსერლის შემეცნების თეორიის სიახლოვეს რელიგიურ შემეცნებასთან. ფენომენოლოგიის საკითხები საზღვრითი საკითხებია, რომელნიც ერთდროულად მოიცავენ ფილოსოფიურ და რელიგიურ მხარეებს. მათ შორის მკაცრი საზღვრის გავლება რთული საქმეა. ამ მხარეთა ურთიერთშეღწევადობა და ურთიერთგადასვლა ვლინდება სუბიექტური დროის, ანუ ფენომენოლოგიური ცნობიერების კვლევისას. ცნობიერების კვლევა გონის (Geist, Дух, Spirit) პრობლემატიკის კვლევაა. ამიტომ ის მიმოიქცევა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის.

მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი

*ნარკვევი  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „საზრისი“, N 10, 2003. წინამდებარე ტექსტი არის მისი შესწორებული და შევსებული ვერსია.
 
        ჰუსერლის ნამოწაფარნი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი მაქს შელერი (1874- 1929) და ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი დიტრიხ ფონ ჰილდებრანდი (1889- 1977) ფენომენოლოგიის ისტორიაში ორიგინალურ და სპეციფიკურ მოაზროვნეებად არიან მიჩნეულნი. ახლო მეგობრობით დაკავშირებულმა ორივე მათგანმა ფენომენოლოგიური ძიება გამოკვეთილად დაუკავშირა ავგუსტინეს მოძღვრებასა და კათოლიციზმს. თუ ჰუსერლი ავგუსტინეს დებულებებს გნოსეოლოგიისა და ფენომენოლოგიური ონტოლოგიისათვის იყენებდა, შელერი და ჰილდებრანდი ავგუსტინეზე მითითებით ქმნიან აქსიოლოგიურ და ეთიკურ მოძღვრებებს.

воскресенье, 19 мая 2013 г.

უნივერსიტეტი და ინტელიგენცია

კრიტიკული განსჯა განათლების რეფორმის გარშემო

*ეს არის ციკლი ანტიციპაციური წერილებისა პედაგოგიურ საკითხებზე. მასში კრიტიკულად მიმოხილულია ბოლონიის პროცესი და განათლების რეფორმა. ზუსტად ექვსი წელი შესრულდა ამ ციკლის დაბეჭდვიდან. განათლების რეფორმა სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორადაც მას წარმოაჩენდნენ. სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი. ეკლესიასთან ერთად, სკოლაც და უნივერსიტეტიც იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებად. სხვაგან სად მოხდებოდა ასე? ამის შემდეგ ლაპარაკი უნივერსიტეტის ავტონომიაზე არის იდიოტობა. ახლა, 2013 წლის დამდეგიდანვე ახალი მთავრობის მიერ ის ითქმის, რომ რეფორმები განათლების სისტემაში გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც აქამდე იყო, ისევ ის გაგრძელდება. რა განათლების სისტემაა ასეთი, რომ 9 წელია მასში რეფორმები მიმდინარეობს და კიდევ უნდა გაგრძელდეს? ამ წერილებს გამოქვეყნების დაწყებიდანვე ჰქონდა დიდი რეზონანსი თსუ-ში და მის გარეთ. მათი გამოქვეყნების შემდეგ ფილოსოფიის ინსტიტუტში მიწვევით წავიკითხე მოხსენება ნიცშეს ფილოსოფიაზე. ამ წერილების ნაწილი ჩემს უკითხავად გადაბეჭდა სამეცნიერო-პოპულარულმა ჟურნალმა „ისტორიული მემკვიდრეობა“ (2011 წ. N 6 (19)). ეს ციკლი პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“, (16-22 თებერვალი, 2-8 მარტი, 9-15 მარტი 2007 წ.). წინამდებარე რედაქტურა იბეჭდება ავტორისეული შესწორებებით და ამოკლებული, ასევე დაკაბადონების დროს ამოვარდნილი ადგილების აღდგენით. ამ ციკლის კრიტიკულ- პედაგოგიურ და შემეცნებით ღირებულებაში მკითხველი პირველივე აბზაციდან დარწმუნდება. ასეთი ფილოსოფიური განაზრება პირველი შემთხვევაა ახლანდელ ქართულ პედაგოგიკაში და პედაგოგიკის თეორიაში. გასახარი იქნება, თუ ამ განაკვალში დგომით სხვებიც გააგრძელებენ შესატყვის რეფლექსიას. შვებით მივიღებ შენიშვნებსა და გამოხმაურებებს.

რადიკალური ისლამის პოლიტოგენეზის საკითხისათვის

*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ივერია“ (2004 წლის  3 სექტემბერი, N 71), (გამომც. ილია ბარამიძე). წინამდებარე ტექსტი შესწორებული და მცირედ შევსებულია.

ლუსტრაცია,აგორა,ფრაივესი

წერილი პირველი

(2001 წლის 4 მაისს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე წაკითხული მოხსენების განვრცობილი რედაქცია, რომელიც ოთხ ნაწილად  დაიბეჭდა გაზეთში „ახალი მერიდიანი“ ( 21 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2001 წ., N 19, N 20, N 21, N 22. გაზეთში მუქი შრიფტით გამოყოფილი ადგილები რედაქციისეულია). წინამდებარე ონლაინ ვერსია ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით).  ტექსტის კრიტიკულ და ევრისტიკულ ღირსებას მკითხველი მყისვე შეამჩნევს.

Weltmacht oder Niedergang

                               
*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“  ორ ნაწილად  (29 მარტი - 4 აპრილი, 1996, N 13, 5 -11 აპრილი, 1996, N 14), შეცვლილი, რედაქციისეული ქართული სათაურით.  წინამდებარე ტექსტი შესწორებულია,  ქვეყნდება აღდგენილი შემოკლებებითა და თავდაპირველი სახელწოდებით .

UNUS MUNDUS

 კოსმოპოლიტიზმი, ნაცია და იმპერია

 ნაწილი პირველი

  ფილოსოფოსი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის ხსოვნისათვის

  შესავალი

          გადმოცემის თანახმად, ერთმა ინდოელმა განდეგილმა ალექსანდრე მაკედონელს შეხვედრისას უთხრა, რომ ის სამშობლოს მოწყვეტილი მთელ დედამიწაზე დაეხეტებოდა, თავსაც იტანჯავდა და სხვებსაც ტანჯავდა. სიკვდილის შემდეგ მას მიწის ის ნაჭერი დარჩებოდა, რაც მის სამარეს ეყოფოდა. განდეგილმა გაკილა ალექსანდრეს სწრაფვა მსოფლიოს დასაპყრობად. ეს გადმოცემა ბევრჯერ უხსენებიათ მეგალოთიმიის განქიქებისა და საკუთარი ეთნოცენტრისტული არგუმენტაციის განმტკიცების მიზნით. ბევრზე ბევრი რამ თქმულა უარყოფითი აზრით, ოდეს  დიდი ადამიანების იმპერიულ თიმოსზე უმსჯელიათ. განდეგილობა არ ნიშნავს უეჭველ სიბრძნეს. გადმოცემა არას ამბობს, თუ რა პასუხი მიუგო არისტოტელეს დიდმა შეგირდმა განდეგილს. ალექსანდრეს სიტყვა უნდა დაეწუნებინა განდეგილისათვის და ის არგნით გაეგდო, რადგან ეს არ იყო არც განდეგილი ბრძენისათვის და არც ალექსანდრე მეფისათვის საფერი სიტყვა. პროვიდენციული ნიშანი იყო ესეც, რომ ბიბლიური ბაბილონი, ძველი იმპერიების სახელოვანი ქალაქი ალექსანდრემ თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად აქცია. დღეს ერაყში, ბაბილონის ნანგრევებზე, დგანან ამერიკელი მეომრები, რომელთა მიზანიც მსოფლიო ლიბერალური იმპერიის შექმნაა. უფრო ადრე ბაბილონზე უვლიათ აზიის დამპყრობელ ბრიტანელ იმპერიალისტებს, უფრო ადრე - არაბ იმპერიალისტებს. რას ეტყოდა ეს განდეგილი ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრეების თანამედროვეს, ინდოეთის ბუდისტური იმპერიის შემქმნელს, ყველა დროის უდიდეს იმპერატორს აშოკა მაურიას (ძვ. წ. 273-239 წლები)? თუ ეს განდეგილი ამასვე ეტყოდა იმპერატორ აშოკას, რაც მან ალექსანდრეს უთხრა, რას უპასუხებდა მას აშოკა? იგი იყო უსათნოესი ბუდისტი და მაინც იმპერიალისტი. აშოკას წინაპარი, ინდოეთის მეფე ჩანდრაგუპტა მაურია ებრძოდა ალექსანდრე დიდის ეპიგონ სელევკოს ნიკატორს (მეფობის წლები 312-280). სელევკიდების იმპერია, ასევე მაკედონია და შემდეგ მთელი საბერძნეთი დაიმორჩილა რომმა. ანტიმაკედონელ დემოსთენესა (ძვ. წ. 384-322 წლები) და პრომაკედონელ, იმპერიალისტ ისოკრატეს (ძვ. წ. 436-338 წლები) კამათში ისოკრატე იყო მართალი. ეს დრომ წარმოაჩინა. ელინიზმს აღმოსავლეთში უნდა დაეწყო ექსპანსირება და მაკედონიის მეფე ფილიპე II,  ისოკრატესათვის ბარბაროსი კი არა, როგორც დემოსთენე ამბობდა, არამედ ელინი და ჰერაკლეს შთამომავალი იყო. პლატონი რომ ამ ჟამს ცოცხალი ყოფილიყო, მოიწონებდა ის არისტოტელესეულ და ალექსანდრესეულ მსოფლიოს დაპყრობის იდეას? პლატონი დემოსთენეს მომხრე იქნებოდა, თუ ისოკრატესი? პაიდეია იმპერიულ სულს გულისხმობს. ნებისმიერი ბერძნულ-რომაული წარმოშობის პოლიტიკური და სოციალური ტერმინი იმპერიას გულისხმობს. ისოკრატეს, ალექსანდრე დიდსა და შემდეგ რომაელებს უნდა უმადლოდენ ამას ბერძნული და ლათინური ენები.

Laissez-faire capitalism-ის დასასრულისათვის

თავი  I

ყოველთვის შინაგანად ვეწინააღმდეგები მითითებას ანგლოსაქსურ ლიტერატურაზე. უნდო თვალით ვუცქერდი აგურის სისქე ბრიტანულ-ამერიკულ წიგნებს თავისუფალ ბაზარსა და ლიბერალურ ეკონომიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მის დემოკრატიულ ღირებულებებზე.  ეს  წიგნები არის invidious, საძულველი მათი უსამართლობისათვის. ყოველთვის მესმოდა, რომ ფალსიფიკაცია იყო ეს ყველაფერი, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა ადამიანის ისტორიაში. საბჭოთა იმპერიის დროს და მისი დაშლის შემდეგ, თავისუფალი ბაზრის სახელით განსჯა იყო დასავლეთის  ultima ratio (გადამწყვეტი საბოლოო არგუმენტი), რათა ხალხები დაერწმუნებინათ ნეოლიბერალიზმისა და ლიბერტარიზმის ერთადერთობაში.  სულ იდეების გენერირებაზე მოლაპარაკე დასავლეთს სხვა იდეა არ უშვია განვლილ ოცწლედში. ეს ლესე ფერ, ლესე პასე-ს (Laissez faire, laissez passer-მოქმედების თავისუფლება და ჩაურევლობა საქმის მსვლელობაში) აპოლოგია პოსტსაბჭოთა გარემოში იყო argumentum ad hominem (გრძნობაზე მოქმედი არგუმენტი, რომელიც მიუკერძოებელ მსჯელობას ვნებს). ახლანდელ ეკონომიკურ-ფორმაციულ კრიზისს წინ უძღოდა მრავალწლიანი იდეური კრიზისი, რომლის დანახვა დასავლეთს პრინციპულად არ სურდა. დასავლური პოლიტიკური სისტემა იყო და არის კაპიტალის მსახური და უკვე ესაა საკმაო საფუძველი, რომ ადამიანი შეეჭვდეს დასავლური პოლიტეკონომიური და ფილოსოფიური დისკურსის სისწორეში. აქ მივმართავ უილიამ გრეიდერის  800-გვერდიან  ნაშრომს ამერიკული ბიზნესის ქრონიკებზე: William Greider. Secrets of the Temple: How the Federal Reserve Runs the Country. A Touchstone Book. 1987.  ავტორი  ამბობს, რომ 200 წლის განმავლობაში ამერიკა მოხერხებულად უვლიდა გვერდს დემოკრატიასა და კაპიტალიზმს შორის არსებულ წინააღმდეგობას (p. 714). აქვე გრეიდერი მიმართავს ამერიკელი სოციოლოგის ტორსტაინ ვებლენის (Veblen)  (1857-1929) ნათქვამს, რომ ფული იყო ამერიკელთა ცხოვრებისეული კრედო, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა (p. 717).  ცოტა ზემოთ კი ნათქვამია, რომ დემოკრატიული კაპიტალიზმით შექმნილ ამერიკულ კულტურაში ფული იყო წმინდა ტოტემი (p. 716).