понедельник, 9 сентября 2013 г.

გამოხმაურება ზურაბ კიკნაძის კრებულზე „ანდრეზები“

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „კადმოსი“ ( N 4, 2012 წ.)

ქართლის მთიანეთი და განსაკუთრებით ხევსურეთი გამორჩეულია მითების სიმრავლით, ზეპირსიტყვიერების მრავალფეროვნებით. იშვიათია ხევსური და ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში, რომელსაც შაირი არ შეუთხზავს და რომელიმე ანდრეზი არ ახსოვდეს.

საკრედიტო დეფოლტური სვოპების რაობისათვის

          
*გამოვიდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, N 8 (164), 2013.  ეს არის სრული ტექსტი.
დღეისათვის, ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიებისას, როდესაც  ევროპისა და აშშ-ს ეკონომიკებში დაწყებულია შესამჩნევი წინსვლა, სულ უფრო მეტი იწერება ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა დერივატივები და სვოპები. ქართულ გამოცემებში მთლად კარგად ვერაა წარმოჩენილი საკრედიტო დერივატივების რაობა. ფაქტების ზედაპირულ  კონსტატაციას მოსდევს ხოლმე შაბლონური მორალისტური  განსჯა და გმობა. საკითხის არსში შთაწვდომა არ ხდება. თუ დასავლეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას მალე შეძლებს, მაშინ დერივატივების კლასები თანდათან საქართველოს საფინანსო ბაზარზეც შემოვა. ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. სულ რაღაც ათი წლის წინათ საკრედიტო დეფოლტური სვოპები თვით ეკონომისტთა ვიწრო წრეებისათვის იყო ცნობილი. ახლა სვოპებზე წერენ ყველგან. წინამდებარე წერილში სპეციალური ტერმინოლოგიის გარეშე შეუძლებლად მეჩვენება დერივატივებზე მსჯელობა, მაგრამ შევეცდები, რომ მკითხველისათვის მაქსიმალურად საყურადღებო და გასაგები გახდეს ამ ნარკვევის შინაარსი.

სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებისათვის მსოფლიო ეკონომიკაში

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 4, (160) 2013)  შემცირებული სახით და შეცვლილი სათაურით. წინამდებარე ტექსტი სრულია.
დღეისათვის ბევრი ითქმის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებსა და სარეიტინგო სააგენტოებზე. მსოფლიო ეკონომიკის გაჭიანურებულმა რეცესიამ რეიტინგების თემა მეტად აქტუალურად აქცია დასავლურ მედიაში. განიხილება ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების მიერ ქვეყნებისა და კომპანიებისათვის მინიჭებული რეიტინგები და პროგნოზირებულია ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაცხადებულ რეიტინგებს. წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება სარეიტინგო სააგენტოებსა და მათ გავლენაზე ეკონომიკაში.

რაციონალიზმი დეკარტთან და ჰუსერლთან



*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2003, N 1-2-3).  ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით.

            წინამდებარე წერილის მიზანია გაარკვიოს რაციონალიზმის ორი უდიდესი წარმომადგენლის ნააზრევის მიმართება ღმერთის პრობლემასთან, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა ფილოსოფიური თეორიისათვის.
            ქმნიდა რა შემეცნების ფენომენოლოგიურ თეორიას, ჰუსერლი მიზნად ისახავდა, რომ ამ თეორიას რაციონალისტური და მკაცრად მეცნიერული ხასიათი  ჰქონოდა. უნივერსულ არსთა შემეცნება ყოველგვარი ირაციონალიზმის გამომრიცხავი უნდა ყოფილიყო. საკითხის ჰუსერლისეულ დაყენებაში მეცნიერება კი არ უპირისპირდება ფილოსოფიას, არამედ ამ უკანასკნელს ანიჭებს ისეთივე მკაცრ გარკვეულობას და ცნებათა სიცხადეს, როგორც ეს თავად მეცნიერებისათვისაა დამახასიათებელი. ჰუსერლი ტრადიციული პოზიტივიზმის კრიტიკით გამოდის და ჭეშმარიტ პოზიტივიზმად ფენომენოლოგიას მიიჩნევს. „იდეების“  I ტომის § 20-ში ის ამბობს: „თუ სიტყვა პოზიტივიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა მეცნიერება აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენებისაგან, ეფუძნება „პოზიტიურს“, ე. ი. თვით პირველწყაროდან დანახულს, მაშინ ჭეშმარიტი პოზიტივისტები ჩვენ ვართ“.

სუბიექტური დროის საკითხი მარტინ ჰაიდეგერისა და ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებებში

*სადაც ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე ვწერ, იქ შევეხე  ექსტაზისს, საღვთო შეშლილობას,  ენთუზიაზისს.  ეს პუბლიკაცია, რომელშიც ჰაიდეგერი ექსტატიკურზე უბნობს,  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (N 7-8-9, 2004). წინამდებარე ტექსტი შესწორებულია და დამატებული. ვფიქრობ, რომ ის მიიზიდავს და შემსჭვალავს ჩემს მკითხველს.

ჰუსერლის ფენომენოლოგია და ავგუსტინეს მოძღვრება

*პუბლიკაცია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2002, N 10-11-12). წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებით.
 
ფენომენოლოგიური პრობლემატიკის შესწავლა წარმოაჩენს ჰუსერლის შემეცნების თეორიის სიახლოვეს რელიგიურ შემეცნებასთან. ფენომენოლოგიის საკითხები საზღვრითი საკითხებია, რომელნიც ერთდროულად მოიცავენ ფილოსოფიურ და რელიგიურ მხარეებს. მათ შორის მკაცრი საზღვრის გავლება რთული საქმეა. ამ მხარეთა ურთიერთშეღწევადობა და ურთიერთგადასვლა ვლინდება სუბიექტური დროის, ანუ ფენომენოლოგიური ცნობიერების კვლევისას. ცნობიერების კვლევა გონის (Geist, Дух, Spirit) პრობლემატიკის კვლევაა. ამიტომ ის მიმოიქცევა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის.

მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი

*ნარკვევი  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „საზრისი“, N 10, 2003. წინამდებარე ტექსტი არის მისი შესწორებული და შევსებული ვერსია.
 
        ჰუსერლის ნამოწაფარნი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი მაქს შელერი (1874- 1929) და ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი დიტრიხ ფონ ჰილდებრანდი (1889- 1977) ფენომენოლოგიის ისტორიაში ორიგინალურ და სპეციფიკურ მოაზროვნეებად არიან მიჩნეულნი. ახლო მეგობრობით დაკავშირებულმა ორივე მათგანმა ფენომენოლოგიური ძიება გამოკვეთილად დაუკავშირა ავგუსტინეს მოძღვრებასა და კათოლიციზმს. თუ ჰუსერლი ავგუსტინეს დებულებებს გნოსეოლოგიისა და ფენომენოლოგიური ონტოლოგიისათვის იყენებდა, შელერი და ჰილდებრანდი ავგუსტინეზე მითითებით ქმნიან აქსიოლოგიურ და ეთიკურ მოძღვრებებს.