понедельник, 15 октября 2012 г.

აკაკი ბაქრაძის წინააღმდეგ

აკაკი ბაქრაძეს უდიდესი ავტორიტეტი აქვნდა ეროვნული მოძრაობის დროს. მას 90-იანი წლების ილიას უწოდებდნენ. მისი ლექციებისა და მოხსენებების მოსასმენად ხალხი მოიჩქაროდა და ტევა არ იყო. მის სატელევიზიო გამოსვლებს მთელი საქართველო უსმენდა და შემდეგ ბჭობდნენ ამაზე. ბოლოს ისე საჯაყად დაემართა ბაქრაძეს, რომ მტერიც ვერ უზამდა. ქართველთა გულებში აღმართულ დიდების კვარცხლბეკიდან ბაქრაძე გაიპარა. ცხოვრებამ დასცინა მის მედასავლეთეობას და ჩალად აქცია მისგან თქმული სიტყვა. ქართველებს ხელთ შერჩათ ნაერისკაცალი, კომუნისტების ნასახელარი ერთი მობუტბუტე კაცი, ეროვნული მოძრაობის საბოლოო დასამარების მონაწილე, შევარდნაძის მოდასე გურული. ისე ჩავიდა ის საფლავში ცხოვრებისგან დაძრახული, რომ ერთი არა უთქვამს რა თავისი ძველი სახელის შესაფერი.
გაზ. "ჩვენი მწერლობა", ივლ. 2003.

ბედისწერისა და ნების თავისუფლებისათვის

  მეორე, განვრცობილი ვერსია

საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარი (დაიბ. 1935 წელს)  შიიტი ღვთისმეტყველია ქალაქ ყუმიდან. ის არის აწ განსვენებული აიათოლა საიიდ ალი ასღარ ლარის შვილი.   ვაქვეყნებ  ნაწყვეტს ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე   მისი რუსულად  გამოცემული  ცნობილი  წიგნიდან   Бог и Его атрибуты. Лекции по мусульманской догматике, რომელიც გამოცემულია ისლამური ცენტრის ირშადის მიერ 2004 წელს. ყუმელი ღვთისმეტყველის შრომები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, გერმანულ და ურდუს ენებზე.  საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარის საიტია: www.musavilari.org