суббота, 5 октября 2013 г.

ვისაც სურს წიგნად ჰქონდეს ჩემი ნაშრომები UNUS MUNDUS, ბედისწერისა და ნების თავისუფლებისათვის, ლეისეი ფეარ კაპიტალიზმის დასასრული, შეიხის შევარდნის იგავი, ქართული ენის მანიფესტი და სხვები, დარეკოს, ან მოიწეროს მეილით და შევატყობინებ, რა როგორ. tel: 592 30 29 35, 262 90 38. მეილი: g.gvasalia@yandex.ru

ქართული სპეციალიზებული, თემატური  გამოცემების საყურადღებოდ: ვწერ ანალიტიკურ  ესსეებს პოლიტიკასა და ეკნომიკაში. ერთი გვერდი 5 ლარი.  გაზეთები ნუ დამიკავშირდებიან.  ვაკეთებ უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებისა და სამეცნიერო სტატიების თარგმანებს ინგლისური და რუსული ენებიდან გვერდი – 10 ლარი.   ტელ:  592   30 29 35      262 90 38.   მეილი : g.gvasalia@yandex.ru

რას ვფიქრობ მერაბ მამარდაშვილზე?



                  დიდი ხანია განზრახული მქონდა მერაბ მამარდაშვილზე  (დაიბ. 15 სექტ. 1930, გარდ. 25 ნოემბ. 1990) წერილის გამოქვეყნება. ქართულ პრესაში ძალზე ბევრი დაიწერა და დღემდე იწერება მის გამონათქვამზე „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“.  თავიდანვე ვიტყვი:  ვინც მოელის, რომ ამის გამო აქ მამარდაშვილის გმობას დავიწყებ, ნუღა გააგრძელებს კითხვას.
23 წელი გამოხდა მამარდაშვილის სიკვდილიდან. ის რუსეთიდან მოვიდა ეროვნულ მოძრაობაში და თავისი სიტყვის თქმას ფილოსოფიურად ლამობდა. ყოველთვის მაკვირვებდა ქართველ ფილოსოფოსთა, მწერალთა, ლექტორთა დამოკიდებულება მის მიმართ. იყო ოპოზიციონერთა ყასიდი აღტაცება მამარდაშვილის ნააზრევით 1990-94 წლებში და მისი ნათქვამის ხშირი გამეორება, რომ ზვიადი დაღუპავსო საქართველოს.  ეს რიოშული აღტაცება ზვიად გამსახურდიას ჯიბრით გამოითქმოდა. მამარდაშვილის უცაბედი სიკვდილის შემდეგ ბევრმა გაიმეორა და უფრო ბევრმა კი დაიჯერა, რომ „ზვიადმა მერაბს გული გაუხეთქა“. სამოქალაქო ომის დასრულებისა და საქართველოს გაძარცვის შემდეგ იყო და არის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება მამარდაშვილის მიმართ. ზვიადის მომტერე ინტელიგენტები მამარდაშვილის სახელს იყენებდნენ იმ მოჩვენებითობის შესაქმნელად, ვითომ ბევრი ეყურებოდათ ფილოსოფიაში, ვითომ ლიბერალური ჰუმანიზმის მედროშენი იყვნენ და მარქსისტული ათეიზმით გაბეზრებულნი მეტაფიზიკის საძებნიერში ეძებდნენ ღმერთს.         

понедельник, 9 сентября 2013 г.

გამოხმაურება ზურაბ კიკნაძის კრებულზე „ანდრეზები“

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „კადმოსი“ ( N 4, 2012 წ.)

ქართლის მთიანეთი და განსაკუთრებით ხევსურეთი გამორჩეულია მითების სიმრავლით, ზეპირსიტყვიერების მრავალფეროვნებით. იშვიათია ხევსური და ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში, რომელსაც შაირი არ შეუთხზავს და რომელიმე ანდრეზი არ ახსოვდეს.

საკრედიტო დეფოლტური სვოპების რაობისათვის

          
*გამოვიდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, N 8 (164), 2013.  ეს არის სრული ტექსტი.
დღეისათვის, ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიებისას, როდესაც  ევროპისა და აშშ-ს ეკონომიკებში დაწყებულია შესამჩნევი წინსვლა, სულ უფრო მეტი იწერება ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა დერივატივები და სვოპები. ქართულ გამოცემებში მთლად კარგად ვერაა წარმოჩენილი საკრედიტო დერივატივების რაობა. ფაქტების ზედაპირულ  კონსტატაციას მოსდევს ხოლმე შაბლონური მორალისტური  განსჯა და გმობა. საკითხის არსში შთაწვდომა არ ხდება. თუ დასავლეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას მალე შეძლებს, მაშინ დერივატივების კლასები თანდათან საქართველოს საფინანსო ბაზარზეც შემოვა. ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. სულ რაღაც ათი წლის წინათ საკრედიტო დეფოლტური სვოპები თვით ეკონომისტთა ვიწრო წრეებისათვის იყო ცნობილი. ახლა სვოპებზე წერენ ყველგან. წინამდებარე წერილში სპეციალური ტერმინოლოგიის გარეშე შეუძლებლად მეჩვენება დერივატივებზე მსჯელობა, მაგრამ შევეცდები, რომ მკითხველისათვის მაქსიმალურად საყურადღებო და გასაგები გახდეს ამ ნარკვევის შინაარსი.

სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებისათვის მსოფლიო ეკონომიკაში

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 4, (160) 2013)  შემცირებული სახით და შეცვლილი სათაურით. წინამდებარე ტექსტი სრულია.
დღეისათვის ბევრი ითქმის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებსა და სარეიტინგო სააგენტოებზე. მსოფლიო ეკონომიკის გაჭიანურებულმა რეცესიამ რეიტინგების თემა მეტად აქტუალურად აქცია დასავლურ მედიაში. განიხილება ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების მიერ ქვეყნებისა და კომპანიებისათვის მინიჭებული რეიტინგები და პროგნოზირებულია ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაცხადებულ რეიტინგებს. წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება სარეიტინგო სააგენტოებსა და მათ გავლენაზე ეკონომიკაში.

რაციონალიზმი დეკარტთან და ჰუსერლთან



*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2003, N 1-2-3).  ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით.

            წინამდებარე წერილის მიზანია გაარკვიოს რაციონალიზმის ორი უდიდესი წარმომადგენლის ნააზრევის მიმართება ღმერთის პრობლემასთან, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა ფილოსოფიური თეორიისათვის.
            ქმნიდა რა შემეცნების ფენომენოლოგიურ თეორიას, ჰუსერლი მიზნად ისახავდა, რომ ამ თეორიას რაციონალისტური და მკაცრად მეცნიერული ხასიათი  ჰქონოდა. უნივერსულ არსთა შემეცნება ყოველგვარი ირაციონალიზმის გამომრიცხავი უნდა ყოფილიყო. საკითხის ჰუსერლისეულ დაყენებაში მეცნიერება კი არ უპირისპირდება ფილოსოფიას, არამედ ამ უკანასკნელს ანიჭებს ისეთივე მკაცრ გარკვეულობას და ცნებათა სიცხადეს, როგორც ეს თავად მეცნიერებისათვისაა დამახასიათებელი. ჰუსერლი ტრადიციული პოზიტივიზმის კრიტიკით გამოდის და ჭეშმარიტ პოზიტივიზმად ფენომენოლოგიას მიიჩნევს. „იდეების“  I ტომის § 20-ში ის ამბობს: „თუ სიტყვა პოზიტივიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა მეცნიერება აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენებისაგან, ეფუძნება „პოზიტიურს“, ე. ი. თვით პირველწყაროდან დანახულს, მაშინ ჭეშმარიტი პოზიტივისტები ჩვენ ვართ“.

სუბიექტური დროის საკითხი მარტინ ჰაიდეგერისა და ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებებში

*სადაც ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე ვწერ, იქ შევეხე  ექსტაზისს, საღვთო შეშლილობას,  ენთუზიაზისს.  ეს პუბლიკაცია, რომელშიც ჰაიდეგერი ექსტატიკურზე უბნობს,  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (N 7-8-9, 2004). წინამდებარე ტექსტი შესწორებულია და დამატებული. ვფიქრობ, რომ ის მიიზიდავს და შემსჭვალავს ჩემს მკითხველს.