пятница, 27 мая 2011 г.


დიდებული რამ არის ენის, სტილის, გემოვნების თვალსაზრისით ”თერიონის ვარდის” პასაჟები. ეს ყოველთვის აკლდა ქართულ მწერლობას. პორფირეს წიგნი არის პირველი შემთხვევა ბიბლიური პრობლემების ფილოსოფიური გააზრებისა ქართულ მწერლობაში. მას შეეფერება სწორედ ეს მითური სიმბოლო - ორპირა ცული. მე ვიზიარებ ”თერიონის ვარდის” დიონისურ პათოსს.
ასეთი სიღრმე უცხოა ქართული ლიტერატურისათვის. არსად მახსენდება,რომ შემმეცნებლის სულის მწუხრს ასეთი ძალისა და გაბედულების აზრი ეშვას. როგორც პლატონის მთარგმნელს, განსაკუთრებით მომწონს სოკრატესა და იიობის  დიალოგი და მთლიანად ეს თავი. ასეთ დიდ საკითხებს ეს ძველი ენა კარგად ესადაგება. გოჩა, უვალ გზაზე დგახარ და შორს წასულხარ. უფრო შორს წასვლაც შეგიძლია.
ბაჩანა ბრეგვაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий