пятница, 27 мая 2011 г.


კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ნიჭიერი კაცი ხარ. თემები ამ ნაშრომისა განსაკუთრებულია და განხილვას მოითხოვს. დიდ სიღრმეებში ხარ წასული. მე ვფიქრობ, გოჩა, რომ გაგიჭირდება მკითხველის პოვნა. საქართველოში აღარაა მკითხველი, რომელიც ეძებს ასეთ მძიმე საკითხავსა და საფიქრალს.ჩემთვის შენი ენობრივი პოზიცია არის სადავო. ეს პეტრიწისეული ენა საქართველოში დაიკარგა და მეეჭვება, რომ მკითხველმა მხარი დაგიჭიროს ამ ენის აღორძინების საქმეში. კარგი იქნებოდა ამ არაჩვეულებრივ თემებზე გეწერა ახლანდელი ქართული ენით. ეს არის ჩემი როგორც უფროსი მეგობრის რჩევა. გისურვებ დიდ წარმატებებს.

ბაჩანა ბრეგვაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий