ძლეულის შთამოებიდან შთამოებაში გმობა და მდღევრად მოყივნება
აღარ ეგების, როდესაც სატანზე ითქმის, რომ ჯვარცმის
მადლით იძლიაო იგი. თუ ჯვრისმტვირთველობით ადამის ცოდვა
გამოსყიდულ იქნა, კაცის დაცემული ბუნება რადიკალურად გან-
ღვთიურდა ქრისტეს მეღვაწლეობით, მაშინ ადამის ნატამალს უნდა
წაერთვას შემეცნების ხის ნაყოფისაგან ნიჭებულიც. ასე თუ არ მოხდა,
მაშინ ღვთისმეტყველი უნდა არკვევდეს იმას, თუ როგორ
არის შესაძლებელი ჯვარცმისშემდგომ დროებაში ადამის ნატამალისათვის
სატანისაგან ნიჭებული შემეცნებითი უნარის განღვთიურება.
ის, რაც ადამში დემონურად აღჩინდა და რის გამოც იგი სამისხოდ
მოყივნდა ღვთისაგან, უნდა დეიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს,
რომ შემეცნების ხის გარდაქმნილი ნაყოფი ადამის ნატამალს
თუ ადამს იესუს უცოდველი ცხოვრებითა და მისი ჯვარვილობით
მოეხსნა წყევლა და კაცის სიბილწეთა ხილვისას მამანი
ამას კვლავ ადამის დასაბამიერი მცოდველობით აღგვიხსნიან, გამოდის,
რომ იესუმ ჯვარზე ასვლითაც ვერ აღმოფხვრა ადამში
ის ძველი ფესვი, რაიც კაცთა ნათესავის მამას ძველი გველისგან
შემეცნების უნარად ენიჭა. საღვთისმეტყველო ეგზეგეტიკაში ამის
პასუხი არსად არის.
ქრისტე როგორც ორი ბუნების მექონი, კაცთა შორის კაცად
მოვიდა. კაცთაებრ იარებოდა, ფშვინავდა, სახე ოფლითა და
მტვრით ეფარებოდა, თმა-წვერი და ფრჩხილი ეზრდებოდა, მოწაფეთა
შორის ინახად იჯდა და პურს ტეხდა. კაცში ესრე ვითარ
შემოვიდა ღმერთი, რომ სრულად განკაცდა? თუ ღმერთი კაცში
სრულად დაფუძნდა, მაშინ ღვთისმეტყველთაგან უნდა ვიცოდეთ
როგორ მიიღო განკაცებულმა ღმერთმა კაცისგან ის ცნობაქმნილობა,
რაც ადამს შემეცნების ხისგან ენიჭა. ნაყოფის ჭამა ადამს დიდ
ცოდვად მიეთვალა და ამავდროს ეს ერთადერთი უნარი იყო, რისი
მეოხებითაც ადამი მიწის შემეცნებას იწყებდა. წიგნთამებრ ეს
იყო სატანურის შესვლა ადამში, რის გამოც ის საუკუნოდ შეჩვენდა.
ღმერთი რომ განკაცდა, მან ეს უნარი როგორ შეითვისა? შეუძლებელია,
რომ ღმერთი კაცში სრულად დაფუძნებისას გამიჯნულიყო კაცის
ამ შერისხული უნარისაგან. ამას კი ის მოუთქს, რომ ღმერთი
განკაცებისას ეზიარა იმას, რაც მან ოდესღაც ასე მძულვარედ დაწყევლა.
ღმერთმა კაცში შესვლისას შეითვისა კაცის ცნობაქმნილობის სატანისგან
ნიჭებული ნიჭება. შეგვიძლია ჩვენ სიტყვით გამოვიგოთ თუ ვითარ შეითვისა ღმერთკაცმა კაცის
სატანისეული ნიჭება? ვითარ შეეთვისა ღვთიურ ბუნებას ის,
რაცთავად ღმრთისაგან საუკუნოდ შერისხული და მოკვეთილი იყო?
იესუ ამაზე არსად ლაპარაკობს. მოწაფეთაგან არავინ ეკითხება
მოძღვარს ამას. თვით იუდაც კი, რომელიც იუდას სახარებაში გამორჩეული
მოწაფეა, მოძღვარს ამაზე არას ჰკითხავს.
კაცად მოვლენილი ღმერთი რომ სოფლისას იტყვის და განსჯის,
ამას ღმერთი იტყვის თვისით, თუ იგი ამას იტყვის კაცის
იმ ცნობაქმნილობით, რის გამოც ადამის ნათესავი სამუდამოდ მოყივნდა?
როგორ და როდის გარდაქმნის იესუ თავის თავში ადამისათვის
ძველი გველისაგან ნიჭებულ ცნობისჩენას?
ესევითარი დიდი საგონებელი მოუთქს ბიბლიურ მითს, პირველშობილი
ცოდვის სავარამო ამბავს რომ გვაუწყებს. ჯვარცმის შემდეგ ყოველი
ნათლული თუ კათაკმეველი რომ მსჯელობს და იმეცნებს, ეს ისევ ის უნარია,
რაც ადამს სატანისგან ენიჭა, თუ უკვე სხვაა? თუ ორთავე ერთად ჰგიეს კაცში, მაშინ კაცმა ეს
როგორ უნდა განისიტყვოს? ღვთისმეტყველთა ნაწერებში ამაზე
პასუხს ვერ მივაგნებთ.
ნოოგენეზი ქრისტეს აქეთ როგორია და რა დარჩა კაცში სატანისგან
ნიჭებული ცნობისჩენისაგან ჯვარცმის შემდეგ? თუ ეს ნიჭება გარდაიქმნა,
რად ვერ შევიგრძნობთ და აღვიხსნით ამას კაცნი? თუ არ გარდაქმნილა და
ისევ ის არის, ვითარ ვამჩნევთ ამ სხვაობას? ვინ არის ის, თავის თავში ადამის ცოდვა ჭეშმარიტად რომ განიცადა? ვინ არის ის, თავის თავში ნათლობის შემდეგ
ადამის ცოდვისაგან დახსნა რომ განიცადა? მე, ადამის ნატამალთაგანი
ამ კითხვებს რომ ვაყენებ და ესრე გამოვიგებ სიტყვას,
ამას ადამის ცნობით ვიქმ თუ ქრისტესმიერი ცნობით?
ღმერთი შევიდა კაცში, დიდხანს ცხოვრობდა სოფლიური
ცხოვრებით. ადამის ცოდვის გამოსყიდვისათვის ჯვარზე ევნო და
დაიხსნა კაცთა მოდგმა, გარნა საგონებელთაგან კი ვერ დაგვიხსნა
შემეცნების მძებრნი. მან ოდენ გვიმრავლა და უფრორე შეგვიმძიმა
საგონებელნი. თუ მან ადამის ცნობაქმნილობა, როგორც ცოდვიანი
და კრული ჩვენგან წარიღო, სანაცვლოდ თავისი რა გვანიჭა,
რომ ეგზომ მრავალი მტანჯვი და შეცამსჭვალავი კითხვისგან
დავეხსენით?
ჰე, ჩემო მსმენელნო, მოჯარულხართ და მჩუმარედ მაყურადებთ.
ჩემმა სიტყვამ აღმოფხვრა თქვენში ენისა მქისეობა და ბორგნა
უმეცრული. აწეღა იმას გამოვიტყვი, თუ ვითარ შევიდა სატან
კაცში და რა საგონებელი აღმოშობა სატანის კაცში შესვლამ. სახარებისეული
დუალიზმი და სატანის მიწყივ კრულვა მხოლოდ
საგონებელთა შემამიზეზებელია და არა მწამლებელი.
იუდაურ წერილებში, სახელდობრ მეფეთა და წინასწარმეტყველთა
წიგნებში თავს დატეხილი უბედურება და ოხრება აღიხსნება
და გაიგება როგორც ცაბაოთ-უფლის სასჯელი. ისრაელიან-
თა ოტებას წინასწარმეტყველნი ღმერთს მიაწერენ და არა სატანს.
ეს არის მისაგებელი და საწყაულის მოწყვა ცაბაოთისგან. წინასწარმეტყველნი
და რაბინები არ სდებენ ბრალს სატანს იერუსალიმისა
და ტაძრის დანგრევის გამო. ეს ღმერთის ხელია და არა
სატანისა. აბა, ქრისტიანებს ეწერათ იუდეველ მეფეთა ქრონიკები,
მერმე ვიხილავდით სატანის გმობას.
აშურელნი, ყამონიანელნი, ფილისტიმელნი თუ ბაალს, დაგონს
და სხვა ღმერთებს ესავენ, იუდაურ ტექსტებში არ ითქმის ამ
ხალხებსა და მათ ღმერთებზე, რომ სატანს ემოწაფებიან ისინი და
ყველა მათი ღმერთი სატან არის. ბაალის მესავ ისრაელის მეფეებზე
არ ითქმის, რომ სატანს ესავდნენო ისინი. ითქმის “უცხო
ღმერთები”. არაღმერთი (ლო ელი) არ ნიშნავს სატანს.
ქრისტიანები კი ყველა არაქრისტიანს სატანის მიმდევარს
უწოდებენ. თვინიერ ჯვარცმულისა ყველა უცხო ღმერთი ქრისტიანეთათვის
სატან არის. ყველა ერეტიკოსი ქრისტიანი სატანისგან
აღძრულია. ერთმანეთისათვის სატანურნი არიან სხვადასხვა ქრისტიანული
მიმდინარეობანი. განა როდესმე უთქვამთ ფარისეველებს
და სადუკეველებს ურთიერთზე, რომ სატანურიაო მათი იდეები?
განა იუდეველებს უთქვამთ განდგომილ და მონათლულ იუდეველებზე,
რომ სატანმა აცდუნაო ისინი? ქრისტიანები კი თორას მესავად
დამშთარ იუდეველებზე რა აუგს არ იტყვიან. სატანმა გააჯიუტაო
ისინი, რომ ქრისტეს არ შეუდგნენ. ეს დღემდე ასეა.
სატანის დიდი ტრივიალიზაცია მოხდა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში.
უცან-უვიცია ადამიანი და სატანს ედება ამაში ბრალი.
უსამართლობასა და ძალთაქმედებას მისჭარბებია მოყვასი და
ისევ სატანს ამხელენ ამის გამო საერონი და სამღვდელონი. ნატყუარია,
ნაღალატარია, ნაავკაცარია, ნაბოზარია და ყოველთვის სატანს
სდებენ ბრალს დიდნი და მცირენი. არ არკვევენ ღვთისმეტყველნი
თუ რითი განირჩევა კაცის სიმდაბლისაგან აღძრული ბოროტება
იმ ბოროტებისგან, რაც სატანისგან აღიძვრის. თუ ღვთისმეტყველნი
იტყვიან, რომ ყოველი სიავე სატანისგან აღიძვრის, ეს
ნიშნავს, რომ სატანის შეჰინა ჭარბად და ცხოველად ჰგიეს მიწის
პირზე. და თუ ეს ასეა, რად არ წარემატება კაცი შემეცნებაში
მისგან, ვინც ადამს შემეცნების ნაყოფი აგემა? მცოდველობს კაცი
და ბევრ სასიავოს შვრება, გარნა იგი ისევ ისეთი ბრიყვი და უცებია.
ცოდვებს დაიკრებს კაცი და მოცნებას მაინც არ მოისაკლისებს.
იუდამ, რომლის დედა იყო ლეა, და მისმა ნახევარძმებმა თავისი
უმცროსი ძმა იოსები ოც ვერცხლად გაყიდეს. იოსები მერმე
იტყვის, რომ ეს ღვთისაგან იყო (45:5). თუ ეს ღვისაგან იყო, იუდას
და მის ძმებს როგორ უნდა მოეკითხოთ იოსების გაყიდვა?
რომ არ გაეყიდათ ძმებს იოსები, რას იტყოდა ღმერთი მისი ნების
წინააღმდეგ წამსვლელებზე? ღმერთი თავის განზრახვას იოსების
უფროსი ძმების მცოდველობით აღასრულებს, მაგრამ ისინი რომ
ამას რჯულის მცნებებზე მითითებით წინაღდგომოდნენ, ღმერთი
რაღას მოიმოქმედებდა?
იუდა სიკარიოტმა (ისკარიოტი ცრუ სახელია) იესუ ოცდაათ
ვერცხლად გაყიდა და წიგნთამებრ ეს მან სატანის განზრახვით
აღასრულა. მანამდე ისიც ნათქვამია წერილში, რომ ჯერ არ იყო
ჟამი მოწევნილი და იესუ ვერ შეიპყრესო მისმა მდევნელებმა. არ
შეეწია სატან იესუს მდევნელთ. ჟამმა მოაწია და იუდამ შეაპყრობინა
თავისი მოძღვარი მის მდევნელთ. სატან შევიდა იუდაში.
თუ ეს ასეა, მაშინ იუდას როგორ უნდა მოეკითხოს მოძღვრის
გაცემა? იუდამ ღვთის განზრახვა აღასრულა. არ აღსრულდებოდა
ჯვარცმით ადამის ცოდვის გამოსყიდვა, რომ არა იუდას ნაღალატევი.
ამას ივიწყებენ და იუდას ისე გახელებით აყივნებენ, თითქოს
თავად იყვნენ იქ გალილეველი რაბის მოწაფეებად. რომ არ
გაეცა იუდას იესუ, ვითარ იქნებოდა? შესაძლო იყო თუ არა იუდა
თავისი კაცებრივი ბუნებით წინ აღდგომოდა მოძღვრის გაცემის
ცდუნებას? თუ მას ეს შეეძლო, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ იუდა
ღვთის ნების წინააღმდეგ გამოვიდოდა. და თუ მან ვერ გაუძლო
ცდუნებას და გასცა მოძღვარი, ამით ბათილდება ყოველი
მსჯელობა ადამიანის მოქმედების თავისუფლებაზე.
განა სატანმა არ უწყოდა, რომ ჯვარცმის შემდეგ მისი სამკვიდროს
ბჭენი შეიმუსრებოდა და იგი იძლეოდა იესუსაგან. ამა სოფლის თავადი,
სატან არ დაუშვებდა ამას. ქრისტიანულ წიგნებში შეუძლებელია,
რომ სატან და ღმერთი ურთიერთს შეეზრახონ და შეითქვნენ კაცის წინააღმდეგ.
იოსები რომ სამწყემსავში მყოფი ძმების სანახავად მივიდა,
ისინი მის მოკვლას იზრახავენ გულში. რეუბენმა კი თქვა, რომ ნუ
მოკლავთ. იოსებს ჭაში აგდებენ. საიდან იწყება უფლის განზრახვა,
როცა ძმებს შეშურდათ იოსებისა იმის გამო, რომ მამამ მას
ლამაზი სამოსელი შეუკერა? თუ იქიდან იწყება უფლის განზრახვა,
როდესაც იოსები იუდამ და იოსების სხვა ნახევარძმებმა ისმაელიანებს
მონად მიჰყიდეს? სად მთავრდება აქ იოსების ძმების კაცებრივი
მოქმედება და სად იწყება ღმერთის მოქმედება? თალმუდი
და გალაჰა დანაწესებისა და რიტუალების რეგლამენტაციაა და
ასეთ საკითხებზე არა არის რა ნათქვამი.
თუ მოციქულმა იუდამ მისგან სატანის გასვლის შემდეგ შეინანა
მოძღვრის გაცემა, მან თავისით შეინანა თუ ღმერთმა შეაგონა
ნანვა? თუ იუდაში სატან იმ განზრახვით შევიდა, რომ აღსრულებულიყო
იესუს მიზანი, მაშინ აქ რაღაც ვერ ლაგდება. ლიტონად
და ღვარძლიანად შეთხზული ამბავი იუდაზე იქცა ზნეობრივი
და მამხილებლური მსჯელობების წყაროდ ათეულობით საუკუნის
განმავლობაში. რომ ვამბობთ, აქ რაღაც ვერ ლაგდება, ვგულისხმობთ
სიკეთესა და ბოროტებას შორის კორელაციას და ადამიანის
თავისუფალი არჩევანის სწავლებას.
კოლოსური საგონისია, ზეცას რომ შეამღვრევს და შეაძრწოლებს.
შევხედოთ მდარე ნამსჯელისა და ეთიკური ჭინთვების რა
ზღვა დამდგარა მის ირგვლივ. როდესაც სატან შევიდა იუდაში,
თუ ორჭოფობდა ეს საუკუნოდ კრული მოციქული იესუს გაცემის
საქმეში? სახარება იუდას არ ალაპარაკებს. იგი თავიდანვე მოთავებულ
გამცემად არის გამოყვანილი.
კაცი რომ გამცემლობაზე თავს დადებს, ამას იმიტომ შვრება,
რომ მასში სატან შედის? მაგრამ სხვა სამუშაკო არა აქვს სატანს,
რომ ყოველ კაცში მისი სიმდაბლისა და ბიწიერების მოწმედ
დადგეს? თუ ყოველი კაცი ასეთი მაღალი ადამიანური სტატუსის
მექონია, რომ მისი ყოველი მემრუდეობა სატანის შეგონებით
ხდება, მაშინ კაცმა სამადლობელიც უნდა გამოთქვას და ვალალებაც.
სამადლობელი იმიტომ, რომ მაიას სამყაროში, წუთისოფლის
მოჩვენებითობაში ბოროტი ესოდენ ეურვება კაცს და ასეთი
წმინდა და თვალნათლივი სახით არის თავჩენილი. ვალალება
კი იმიტომ, რომ კაცი მაინც ბოროტის უგებ-უცანი რჩება.
შეუძლებელია ბოროტოვანი წმინდა სახით გამოვლინდეს ნივთიერ
სამყაროში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ საზრისის
პრობლემა შემმეცნებლის წინაშე ასე მწვავედ არ დადგებოდა. საზრისის
საკითხი ესევითარ გაცხოველებულია ეკლესიასტესთან.საზრისის
საკითხი იგივე მაიას ბურის შემეცნების საკითხია. მაიას
მეუფება ტოტალური და აბსოლუტურია, გარნა რაც ტოტალური
და აბსოლუტურია, ის როგორ არის უსაზრისო? მაიას მეუფება
ჯეროვნად ვერ შეგვიცვნია.
არსად მოიძებნება დუნიაზე ერთი კაცის ამოსაბზარავად და
მოსათხრელად შექმნილი იმდენი ნაწერი, რამდენიც იუდას გამოა.
მოციქულთა შორის პირველი იყო იუდა. კაცი, დიდად ნდობილი
მოძღვრისაგან და დიდად შემგები. თუ სწორედ მასში შევიდა სატან,
გამოდის, რომ მოციქულთაგან მხოლოდ იუდა სწვდებოდა იესუს
ნათქვამს. სატან რომ არ შესულიყო მასში, რას იზამდა იგი?
ამ გამცემლობის შემდეგ სატანმა რად არ უმეოხა იუდას? ეშმა
რომ იუდაში შევიდა, ამით მას მიეცა სიბრძნე, რა სიბრძნეც
ღვთის სულმა განგებისად არ მისცა სხვა მოციქულებს? აქ კაცის
ბედისწერის საკითხიც ისახება, რომელიც ღვთისმეტყველებაში
უარყოფილია. ეშმა თუ შთაეტევა იუდაში, გამოდის, რამ მან
ღვთის სულს დაასწრო. ან ღვთის სულმა დაანება ეშმას იუდაში
შთატევება. თუ სატან ცდილობს იუდას ღალატით დაღუპოს იესუ,
გამოდის, რომ მან არ უწყის იესუს და მისი მამის განაზრახი. თუ
მან უწყის ეს და მაინც ამზდებს იუდას ღალატს, მაშინ სატან
შეზრახებულია ღმერთთან, ვითარცა ეს იიობის მატიანედან შეგვიტყვია.
წიგნთამებრ კი ასეა, რომ ჯვარცმის მადლით იძლია სატან,
მაგრამ შეუძლებელია, რომ სატან თავის ძლევას ხელს უწყობდეს.
წესით, იუდა სატანის კაცად გარდაისახა, რა მასში იგი თავადი
შევიდა. იუდაა ერთადერთი, ვინც სატანის შეჰინა თავის შიგნიერში
იგზნო. კაცში იგი თავადი შევიდეს და ესე ლიტონად გავიდეს
მისგან, რომ არა რა ნაკვალევი არ დატოვოს მასში? სახარება
ლამობს გაანიორწყლოს და მტვერს შერიოს იუდას შიგანში
აღსრულებული დიდი დემონოფანია. ან ამის შემთხზველმა არ უწყოდა
რას შეეჭიდა და არ უფიქრია თუ რა შესაკითხნი მოუთქს
იუდას აბავს.
ჰე, იუდა, დიდი დაფარულის არგამთქმელო, არასდროს არავინ
ცდილა იმას, რომ შენდათავად აეზრახებინე. მხოლოდ საგმობარი
და საწყევარი ისმის შენს მომართ. შენს გამო იუდეველნიც დიდად
მოაყივნეს ქრისტიანებმა და თორას მმესველთ საუკუნო ბრალი
დასდეს. თუ ამ სულისკვეთებას მივყვებით, მაშინ ასეთი კითხვა
წარმოიშობა: მოციქულმა იუდამ მოძღვრის გაცემით იუდეველთა
საქმე აღასრულა და ის შეეწია იუდეველებს თორას მმესველებად
დაშთენაში. მღვდელმთავარმა კაიაფამ და მისმა დასმა თუ მოიძიეს
იუდას ნეშტი და დაფლეს ის მას შემდეგ, რაც გამცემელმა წერილთამებრ
თავი ჩამოიხრჩო. მოსეს რჯულის საქმე გააკეთა და ფარისეველთა
მიზანი აღასრულა იუდამ, როდესაც ისინი ქრისტეს ხელში
ჩაგდებას და მის დასჯას ცდილობდნენ. ქრისტიანთა მიერ
იუდეველთა გმობიდან გამომდინარე მხოლოდ ასე უნდა იყოს, რომ
იუდეველნი პატივს უნდა მიაგებდნენ მოციქულ იუდას. იყო კი იუდა
ფარისეველთა თანამზრახველი?
ყური მომაპყარ იაკობო და პასუხ-მაგე. ეგრე წახდა და გატიალდა
მოსეს რჯული, ეგრე დაიშრიტა ელიას, ელისეს, ესაიას,
იერემიას, იეზეკილის სულის ძალა, რომ იუდეველთ ამა სოფლის
თავადიღა შველის თორას დაცვაში, რა იგი იუდაში შევიდა? თორას
და წინასწარმეტყველთა წიგნების ცილისწამებაა, როდესაც
ითქმის, რომ სატან შევიდა იუდას შიგანში. სატანმა დაიცვა ესეთი
ილეთით იუდეველნი ნაზარეველი რაბის სიტყვისგან? თორა სატანის
სამზრუნველო გახდა? არც ერთ რაბინს, რჯულის აღმხსნელსა და
განმმარტებელს არა აქვს რა ამაზე თქმული. მხოლოდ ის
ითქმის თალმუდის მოძღვართაგან, რომ განავლის წუმპეში იტანჯება
ნაზარეველი რჯულის განწვალების გამო.
წერილთამებრ იუდამ იესუს გაცემის შემდეგ ფარისევლებს
უკან შეაძლია ფული და მათ იუარეს მისი აღება (მათე 27:4).
ესეც მორალისტური ხვანჯია. თუ ფარისეველნი ქრისტეს გამცემელ
იუდას უარყოფენ, მაშინ გამოდის, რომ ფარისეველნი ფარულად
ეთანხმებიან ნაზარეველ რაბის, შიშობენ მისი ქადილის გამო
და გმობენ იუდას გამცემლობისათვის. ფარისეველთაგან რომელიმემ
როდის და როგორ შეიტყო, რომ იუდამ მოძღვარი გასცა
მაშინ, როდესაც ეშმა მასში შევიდა? თავად იუდამ როგორ შეიგრძნო,
რომ თვით ის, სატან შევიდა მასში? ქვესკნელთა მბუდავნი
ბევრეულნი არიან, ისევე როგორც ქვესკნელი არის ბევრეული. იუდამ
ვითარ შეიგო, რომ სწორედ ყველა ქვესკნელის დიდი მეუფე
და არა რომელიმე დემონი შევიდა მასში?
კაცში სატანის შესვლა უდიდესი სასწაულია, მაგრამ საკითხავი
ისაა, არის თუ არა ასეთი ინზორცისი იმის უთუო პირობა,
რომ კაცი შავი მადლით აღივსება და შესაქმეს მძივივით დაიგდებს
ხელის გულზე. ასეთი სატანოფანიის შემდეგ ერგასიც აღარაა საჭირო,
რომ კაცი ბოროტის დიადი სულით აღივსოს. რა დარჩა
იუდას გულში, რა სატან მისგან გავიდა? თუ იუდას გულში არა
დარჩა რა, ეს არის სატანის, კაცის და შესაქმის მარცხი და ძლეულობა.
თავად იუდა ვერ გასცემდა მოძღვარს, რომ არ შესულიყო მასში
სატან? მოსეს რჯულთან მომტერე მახარებლებმა იუდას ამბის
წერისას ისევ ამა სოფლის თავადი მოითრიეს რქით. თუ სატან
შევიდა იუდაში, ვინ შეიტყო ეს, რომ ასე დაიწერა? იუდა ვის ეტყოდა,
რომ სატანით განემსჭვალა შიგანი? ისიც ითქმის ეგზეგეტიკურ
წიგნებში, რომ იუდამ თავისი ნებით აირჩია სამუდამო წარსაწყმედელი.
თუ თავისი ნებით აირჩია იუდამ, სატან როგორ და
რატომღა შევიდა მასში? განა ეგრეა კაცი, რომ თავისი ნებით
ზაკვას აირჩევს და სატან გამოექანება მასში შესასვლელად? ესე
წაუხდა ამა სოფლის თავადს საქმე, რომ ოღონდ ვინმემ მზაკვრობა
იზრახოს და მას კაცში შესასვლელად სული მისდის? ვთქვათ,
ხელი აიღო ბოროტის ზრახვაზე კაცმა და მისგან ეშმა გავა და
მყისვე ღმერთი შევა მასში?
ბოროტშიც მიტოვებულია კაცი. ვერ იტყვის დიდი მცოდველი,
რომ მან ოდესმე იგზნო თავის შიგან სატანის მოახლება. ეს მხოლოდ
ლამაზი ნათქვამია, რომ კაცის სულისათვის მუდამ ერთმანეთს
ებრძვიანო ღმერთი და ეშმა. თუ ამ ნათქვამის მიხედვით განვსჯით
კაცის ცხოვრებას, მაშინ დიდ ბუნებისმეტყველთა ნააზრევში
ეშმაური ვლინდება თუ ღვთიური?
და თუ იუდაში შევიდა სატან, ღმერთმა მას ასე იოლად დაანება
თვისი ძის დაღუპვის აღსრულება? ვინმემ თუ სცადა მოეხილა
სატანის იუდაში შესვლა როგორც ბედისწერა? ის ბოროტი
როგორ უნდა იზრახოს კაცმა, რაც სატანისგან მოწყვეტით აღესრულება?
თუ არის ისეთი კეთილი, რომელიც ღმერთისაგან განცალკევებულია?
იმით არის იუდას ამბავი სატანის, კაცის და შესაქმის მარცხი,
რომ იუდა თავს იკლავს როგორც ჩვეულებრივი დამნაშავე. გამოდის,
რომ ღმერთმა და სატანმა იუდა გამოიყენეს როგორც ხორცსხმული
ხელსაწყო. თუ ვიყაბულებთ ამ განსჯას, მაშინ რაღა რჩება კაცის
თავისუფალი ნებისა და არჩევანისაგან?
იუდას ამ გამცემლობის შემდეგ სკნელთათვის შესაზარი რამ
უნდა ეუბნა. იუდა გააჩუმეს და საუკუნოდ დაწყევლეს. ოიდიპოს
მეფისგან განსხვავებით იუდა მდუმარე ტრაგიკული გმირია.
სოლომონის შემდეგ იერობოამი გამეფდა. ოქროს ხბო ჩამოასხა
მან და ქვეშევრდომთ მოუწოდა თაყვანი ეცათ მისთვის. აქაბი იერობოამზე
უარესი იყო. ბაალს უკმევდნენ აქაბი, ახაზი და სხვა მეფეები.
უცხო ღმერთებს ესავდა იუდას მეფე ამაცია. მეფე მენაშე
ჯადოსნობდა, სულებს გამოიხმობდა. არ შესულა სატან იერობოამში,
ამაციაში, მენაშეში. არ ამბობენ ამას მატიანეები. არ უცდუნებია
სატანს ისინი ბაალებისა და ხბოების სათაყვანოდ. თავად, თავისი
ნებით დგამდნენ მეფეები წმინდა სვეტებს და ოქროს ხბოებს.
არც სოლომონ მეფეზეა ნათქვამი, რომ სატანმა აცდუნა იგი, როდესაც
მან უცხო ღმერთებს უკმია.
ახალი აღთქმის წიგნები კი მიწყივ სატანის კრულვას და მხილებას
იტყვიან. მოციქულ პეტრეს იესუმ სატან უწოდა. პეტრეს
ბაგით აცდუნებდა იესუს სატან და პეტრემ არცრა უწყოდა ამისა.
თუ პეტრეს პირით თავად თავადი ლაპარაკობდა, რად არ თქვა მან
იმაზე მეტი, რაც პეტრეს ათქმევინა? რაც პეტრემ უთხრა მოძღვარს,
ეს მისი სიბრიყვით უფრო იყო ნათქვამი, ვიდრე სატანის
ხრიკით.
კაენმა რომ აბელი მოკლა, არ თქმულა, რომ სატან შევიდაო
მასში და მან აღძრაო იგი ძმის საკვდავად. ღმერთი უბნობს კაენთან
და კაენი უკმეხობს ღმერთთან. კაენი შესთხოვს ღმერთს წყევლის
აღმცირებას და ღმერთიც ასე აკეთებს. იუდასთან, მისი გამცემლობის
შემდეგ არ იუბნა უფალმა. რა ცოდვით უნდა იმცოდველოს
კაცმა და როგორ უნდა დაეცეს, რომ აიძულოს ღმერთი თავისკენ
მოახედოს და საწყევარი სიტყვა წარმოათქმევინოს?
მოციქულთაგან და მოკვდავთაგან იუდა გახდა რაღაც დიდის
ღირსი. იუდამ განიცადა სატანისა და ღმრთისაგან მიტოვებულობა
ისე, როგორც ეს არავის განუცდია ადამიანის ისტორიაში. თუ
ღმერთი ყოვლად მოწყალეა, მაშინ მას უნდა შეეჩერებინა იუდას
ხელი, როდესაც იგი თავზე ყულფს იცვამდა. იუდას ამბავი არის
ბოროტებისა და ადამიანის მასთან ზიარების საკითხის ცუდი გააზრება.
სახარების მწერლებს ცოტა ესმოდათ.
ეკლესიის მამათა დასი ამტკიცებს, რომ იუდა სამუდამოდ წარსაწყმედელშია
შთათხეული. ვთქვათ, იუდა პირველი საუკუნის 33 წლიდან
დღესამომდე წარსაწყმედელის ყველაზე სატანჯველ ალაგასაა.რა
მახსოვრობა და რა განსჯა იუნჯა იუდამ? რისკენ მიისწრაფის
მისი ფიქრი და რა არის მისთვის წყალობა?
სწორედ იუდას უნდა ეტვირთა საუკუნო შეჩვენება, რათა იესუს
მოძღვრებას გაემარჯვა არა მხოლოდ მოსეს რჯულის მიმდევრებთან,
არამედ წარმართებთან დავაშიც. იუდა მახვილოსანი იესუს
თანამზრახველია. შეუძლებელია, რომ მას ოცდაათ ვერცხლად გაეყიდა
იესუს დიდი წამოწყება. იუდა უნდა ქცეულიყო სიმდაბლის
მარადიულ სიმბოლოდ. იუდას გამცემლობა არის შირმა, რაც მეტად
კონსპირაციულ, ეზოთერულ ჯგუფს ესაჭიროებოდა. ჯვარვილის
მსოფლიო ტრიუმფს იუდა მტლედ დაედო. მოსეს რჯულის
ქრისტესეული ინტერპრეტაცია გავრცელდა რომის იმპერიაში. რამდენი
იუდეველი და წარმართი შეუდგა ქრისტეს მხოლოდ იმის
გამო, რომ იუდას ღალატის ამბავი ჰქონდათ მოსმენილი. სახარებისეული დუალიზმი ქრისტიანობის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს. ქრისტიანობაში
სატანამ შეიძინა კოსმიური მასშტაბი. ამავე დროს სატან იქცა
უბანალურეს თეოლოგემად, რომლითაც მრავალი საუკუნე კემსეს
ქრისტიანობის დაცრეცილი და შელანძღული ბაირაღები. რომის
იმპერიაში ქრისტეს მქადაგებლებმა გაავრცელეს პანიკა სატანის ზრახვათა გამო.
დღეისათვის ეს პანიკა ასულდგმულებს მრევლის ფიქრსა და განსჯას
ანტიქრისტეს მოსვლაზე.ზღვა მასალა გამოდის ამაზე.
მოსეს რჯულს ასე ცილი დასწამეს და ახლა იუდეველებს ამხელენ
სატანის მოსვლის სამზადისში. აპოკალიპტიკურ მწერლებს
სურთ თქვან, რომ იუდაიზმი სატანურია. რად დუმს ელოჰიმ-ცაბაოთი?
რად არ აღძრავს წინასწარმეტყველთ? თუ იგი იმად დუმს,
რომ მისაგებელ სიტყვას მერმისისთვის ისაჭიროვებს, მაშინ ვაი
ქრისტიანებს.
იესუ რომ აღდგა მკვდრეთით და კვლავ მოციქულთა დასში
გაერია, მათგან რად არავინ ჰკითხა მას იუდას ხვედრზე? ის ხე,
რომელზეც იუდამ თავი დაიხრჩო და ის საბელი, რომლისგანაც
მან ყულფი შენასკვა, უნდა დაცულიყო და სადაც წამების ძელი
და სამსჭვალისები დაიდებოდა, მის გვერდით იმ ხის ნატამალი და
საბლის ნაგლეჯი უნდა დებულიყო. აი, ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული
მემახსოვრეობა. მოციქულებს და არ სხვა ვინმეს უხამდათ
იუდას ნეშტის მოკრება და დაფლვა, მის შირიმზე ლოდის
დადება. ეს იქნებოდა მოსახსოვნელი, რომ სწორედ ასეთი დიდი
ღალატით და არა სხვა გზით გახდა შესაძლებელი ახალი რჯულის
გავრცელება.
ჰე, მოცნების მაშვრალნო, შეიძელით ჩემს შეკითხულთა
თქვენს თავში დატევა. დააგდეთ მცონარება, მოყვასთაგან რომ
კეთრად გადმოგდებიათ და განეშორეთ მათ, რომელნიც გაუძლურებენ
თქვენ თავისი ნამცეცობითა და სიმხდალით. სულის ასპარეზი
უშიშარი ვერასოდეს იქნება. იგი მხოლოდ საშიშარი და შესაზარია.
ძლეულის შთამოებიდან შთამოებაში გმობა და მდღევრად მოყივნება
აღარ ეგების, როდესაც სატანზე ითქმის, რომ ჯვარცმის
მადლით იძლიაო იგი. თუ ჯვრისმტვირთველობით ადამის ცოდვა
გამოსყიდულ იქნა, კაცის დაცემული ბუნება რადიკალურად გან-
ღვთიურდა ქრისტეს მეღვაწლეობით, მაშინ ადამის ნატამალს უნდა
წაერთვას შემეცნების ხის ნაყოფისაგან ნიჭებულიც. ასე თუ არ
მოხდა, მაშინ ღვთისმეტყველი უნდა არკვევდეს იმას, თუ როგორ
არის შესაძლებელი ჯვარცმისშემდგომ დროებაში ადამის ნატამალისათვის
სატანისაგან ნიჭებული შემეცნებითი უნარის განღვთიურება.
ის, რაც ადამში დემონურად აღჩინდა და რის გამოც იგი სამისხოდ
მოყივნდა ღვთისაგან, უნდა დეიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს,
რომ შემეცნების ხის გარდაქმნილი ნაყოფი ადამის ნატამალს
თავად ღმერთის ხელით მიეწოდოს.
თუ ადამს იესუს უცოდველი ცხოვრებითა და მისი ჯვარვილობით
მოეხსნა წყევლა და კაცის სიბილწეთა ხილვისას მამანი
ამას კვლავ ადამის დასაბამიერი მცოდველობით აღგვიხსნიან, გამოდის,
რომ იესუმ ჯვარზე ასვლითაც ვერ აღმოფხვრა ადამში
ის ძველი ფესვი, რაიც კაცთა ნათესავის მამას ძველი გველისგან
შემეცნების უნარად ენიჭა. საღვთისმეტყველო ეგზეგეტიკაში ამის
პასუხი არსად არის.
ქრისტე როგორც ორი ბუნების მექონი, კაცთა შორის კაცად
მოვიდა. კაცთაებრ იარებოდა, ფშვინავდა, სახე ოფლითა და
მტვრით ეფარებოდა, თმა-წვერი და ფრჩხილი ეზრდებოდა, მოწაფეთა
შორის ინახად იჯდა და პურს ტეხდა. კაცში ესრე ვითარ
შემოვიდა ღმერთი, რომ სრულად განკაცდა? თუ ღმერთი კაცში
სრულად დაფუძნდა, მაშინ ღვთისმეტყველთაგან უნდა ვიცოდეთ
როგორ მიიღო განკაცებულმა ღმერთმა კაცისგან ის ცნობაქმნილობა,
რაც ადამს შემეცნების ხისგან ენიჭა. ნაყოფის ჭამა ადამს დიდ
ცოდვად მიეთვალა და ამავდროს ეს ერთადერთი უნარი იყო, რისი
მეოხებითაც ადამი მიწის შემეცნებას იწყებდა. წიგნთამებრ ეს
იყო სატანურის შესვლა ადამში, რის გამოც ის საუკუნოდ შეჩვენდა.
ღმერთი რომ განკაცდა, მან ეს უნარი როგორ შეითვისა? შეუძლებელია,
რომ ღმერთი კაცში სრულად დაფუძნებისას გამიჯნულიყო კაცის
ამ შერისხული უნარისაგან. ამას კი ის მოუთქს, რომ ღმერთი
განკაცებისას ეზიარა იმას, რაც მან ოდესღაც ასე მძულვარედ დაწყევლა.
ღმერთმა კაცში შესვლისას შეითვისა კაცის ცნობაქმნილობის სატანისგან ნიჭებული ნიჭება. შეგვიძლია ჩვენ სიტყვით გამოვიგოთ თუ ვითარ შეითვისა ღმერთკაცმა კაცის
სატანისეული ნიჭება? ვითარ შეეთვისა ღვთიურ ბუნებას ის,
რაცთავად ღმრთისაგან საუკუნოდ შერისხული და მოკვეთილი იყო?
იესუ ამაზე არსად ლაპარაკობს. მოწაფეთაგან არავინ ეკითხება
მოძღვარს ამას. თვით იუდაც კი, რომელიც იუდას სახარებაში გამორჩეული
მოწაფეა, მოძღვარს ამაზე არას ჰკითხავს.
კაცად მოვლენილი ღმერთი რომ სოფლისას იტყვის და განსჯის,
ამას ღმერთი იტყვის თვისით, თუ იგი ამას იტყვის კაცის
იმ ცნობაქმნილობით, რის გამოც ადამის ნათესავი სამუდამოდ მოყივნდა?
როგორ და როდის გარდაქმნის იესუ თავის თავში ადამისათვის
ძველი გველისაგან ნიჭებულ ცნობისჩენას?
ესევითარი დიდი საგონებელი მოუთქს ბიბლიურ მითს, პირველშობილი
ცოდვის სავარამო ამბავს რომ გვაუწყებს. ჯვარცმის შემდეგ ყოველი
ნათლული თუ კათაკმეველი რომ მსჯელობს და იმეცნებს, ეს ისევ ის უნარია, რაც ადამს სატანისგან ენიჭა, თუ უკვე სხვაა? თუ ორთავე ერთად ჰგიეს კაცში, მაშინ კაცმა ეს
როგორ უნდა განისიტყვოს? ღვთისმეტყველთა ნაწერებში ამაზე
პასუხს ვერ მივაგნებთ.
ნოოგენეზი ქრისტეს აქეთ როგორია და რა დარჩა კაცში სატანისგან
ნიჭებული ცნობისჩენისაგან ჯვარცმის შემდეგ? თუ ეს ნიჭება გარდაიქმნა,
რად ვერ შევიგრძნობთ და აღვიხსნით ამას კაცნი? თუ არ გარდაქმნილა და
ისევ ის არის, ვითარ ვამჩნევთ ამ სხვაობას? ვინ არის ის, თავის თავში ადამის ცოდვა ჭეშმარიტად რომ განიცადა? ვინ არის ის, თავის თავში ნათლობის შემდეგ
ადამის ცოდვისაგან დახსნა რომ განიცადა? მე, ადამის ნატამალთაგანი
ამ კითხვებს რომ ვაყენებ და ესრე გამოვიგებ სიტყვას,
ამას ადამის ცნობით ვიქმ თუ ქრისტესმიერი ცნობით?
ღმერთი შევიდა კაცში, დიდხანს ცხოვრობდა სოფლიური
ცხოვრებით. ადამის ცოდვის გამოსყიდვისათვის ჯვარზე ევნო და
დაიხსნა კაცთა მოდგმა, გარნა საგონებელთაგან კი ვერ დაგვიხსნა
შემეცნების მძებრნი. მან ოდენ გვიმრავლა და უფრორე შეგვიმძიმა
საგონებელნი. თუ მან ადამის ცნობაქმნილობა, როგორც ცოდვიანი
და კრული ჩვენგან წარიღო, სანაცვლოდ თავისი რა გვანიჭა,
რომ ეგზომ მრავალი მტანჯვი და შეცამსჭვალავი კითხვისგან
დავეხსენით?
ჰე, ჩემო მსმენელნო, მოჯარულხართ და მჩუმარედ მაყურადებთ.
ჩემმა სიტყვამ აღმოფხვრა თქვენში ენისა მქისეობა და ბორგნა
უმეცრული. აწეღა იმას გამოვიტყვი, თუ ვითარ შევიდა სატან
კაცში და რა საგონებელი აღმოშობა სატანის კაცში შესვლამ. სახარებისეული
დუალიზმი და სატანის მიწყივ კრულვა მხოლოდ
საგონებელთა შემამიზეზებელია და არა მწამლებელი.
იუდაურ წერილებში, სახელდობრ მეფეთა და წინასწარმეტყველთა
წიგნებში თავს დატეხილი უბედურება და ოხრება აღიხსნება
და გაიგება როგორც ცაბაოთ-უფლის სასჯელი. ისრაელიან-
თა ოტებას წინასწარმეტყველნი ღმერთს მიაწერენ და არა სატანს.
ეს არის მისაგებელი და საწყაულის მოწყვა ცაბაოთისგან. წინასწარმეტყველნი
და რაბინები არ სდებენ ბრალს სატანს იერუსალიმისა
და ტაძრის დანგრევის გამო. ეს ღმერთის ხელია და არა
სატანისა. აბა, ქრისტიანებს ეწერათ იუდეველ მეფეთა ქრონიკები,
მერმე ვიხილავდით სატანის გმობას.
აშურელნი, ყამონიანელნი, ფილისტიმელნი თუ ბაალს, დაგონს
და სხვა ღმერთებს ესავენ, იუდაურ ტექსტებში არ ითქმის ამ
ხალხებსა და მათ ღმერთებზე, რომ სატანს ემოწაფებიან ისინი და
ყველა მათი ღმერთი სატან არის. ბაალის მესავ ისრაელის მეფეებზე
არ ითქმის, რომ სატანს ესავდნენო ისინი. ითქმის “უცხო
ღმერთები”. არაღმერთი (ლო ელი) არ ნიშნავს სატანს.
ქრისტიანები კი ყველა არაქრისტიანს სატანის მიმდევარს
უწოდებენ. თვინიერ ჯვარცმულისა ყველა უცხო ღმერთი ქრისტიანეთათვის
სატან არის. ყველა ერეტიკოსი ქრისტიანი სატანისგან
აღძრულია. ერთმანეთისათვის სატანურნი არიან სხვადასხვა ქრისტიანული
მიმდინარეობანი. განა როდესმე უთქვამთ ფარისეველებს
და სადუკეველებს ურთიერთზე, რომ სატანურიაო მათი იდეები?
განა იუდეველებს უთქვამთ განდგომილ და მონათლულ იუდეველებზე,
რომ სატანმა აცდუნაო ისინი? ქრისტიანები კი თორას მესავად
დამშთარ იუდეველებზე რა აუგს არ იტყვიან. სატანმა გააჯიუტაო
ისინი, რომ ქრისტეს არ შეუდგნენ. ეს დღემდე ასეა.
სატანის დიდი ტრივიალიზაცია მოხდა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში.
უცან-უვიცია ადამიანი და სატანს ედება ამაში ბრალი.
უსამართლობასა და ძალთაქმედებას მისჭარბებია მოყვასი და
ისევ სატანს ამხელენ ამის გამო საერონი და სამღვდელონი. ნატყუარია,
ნაღალატარია, ნაავკაცარია, ნაბოზარია და ყოველთვის სატანს
სდებენ ბრალს დიდნი და მცირენი. არ არკვევენ ღვთისმეტყველნი
თუ რითი განირჩევა კაცის სიმდაბლისაგან აღძრული ბოროტება
იმ ბოროტებისგან, რაც სატანისგან აღიძვრის. თუ ღვთისმეტყველნი
იტყვიან, რომ ყოველი სიავე სატანისგან აღიძვრის, ეს
ნიშნავს, რომ სატანის შეჰინა ჭარბად და ცხოველად ჰგიეს მიწის
პირზე. და თუ ეს ასეა, რად არ წარემატება კაცი შემეცნებაში
მისგან, ვინც ადამს შემეცნების ნაყოფი აგემა? მცოდველობს კაცი
და ბევრ სასიავოს შვრება, გარნა იგი ისევ ისეთი ბრიყვი და უცებია.
ცოდვებს დაიკრებს კაცი და მოცნებას მაინც არ მოისაკლისებს.
იუდამ, რომლის დედა იყო ლეა, და მისმა ნახევარძმებმა თავისი
უმცროსი ძმა იოსები ოც ვერცხლად გაყიდეს. იოსები მერმე
იტყვის, რომ ეს ღვთისაგან იყო (45:5). თუ ეს ღვისაგან იყო, იუდას
და მის ძმებს როგორ უნდა მოეკითხოთ იოსების გაყიდვა?
რომ არ გაეყიდათ ძმებს იოსები, რას იტყოდა ღმერთი მისი ნების
წინააღმდეგ წამსვლელებზე? ღმერთი თავის განზრახვას იოსების
უფროსი ძმების მცოდველობით აღასრულებს, მაგრამ ისინი რომ
ამას რჯულის მცნებებზე მითითებით წინაღდგომოდნენ, ღმერთი
რაღას მოიმოქმედებდა?
იუდა სიკარიოტმა (ისკარიოტი ცრუ სახელია) იესუ ოცდაათ
ვერცხლად გაყიდა და წიგნთამებრ ეს მან სატანის განზრახვით
აღასრულა. მანამდე ისიც ნათქვამია წერილში, რომ ჯერ არ იყო
ჟამი მოწევნილი და იესუ ვერ შეიპყრესო მისმა მდევნელებმა. არ
შეეწია სატან იესუს მდევნელთ. ჟამმა მოაწია და იუდამ შეაპყრობინა
თავისი მოძღვარი მის მდევნელთ. სატან შევიდა იუდაში.
თუ ეს ასეა, მაშინ იუდას როგორ უნდა მოეკითხოს მოძღვრის
გაცემა? იუდამ ღვთის განზრახვა აღასრულა. არ აღსრულდებოდა
ჯვარცმით ადამის ცოდვის გამოსყიდვა, რომ არა იუდას ნაღალატევი.
ამას ივიწყებენ და იუდას ისე გახელებით აყივნებენ, თითქოს
თავად იყვნენ იქ გალილეველი რაბის მოწაფეებად. რომ არ
გაეცა იუდას იესუ, ვითარ იქნებოდა? შესაძლო იყო თუ არა იუდა
თავისი კაცებრივი ბუნებით წინ აღდგომოდა მოძღვრის გაცემის
ცდუნებას? თუ მას ეს შეეძლო, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ იუდა
ღვთის ნების წინააღმდეგ გამოვიდოდა. და თუ მან ვერ გაუძლო
ცდუნებას და გასცა მოძღვარი, ამით ბათილდება ყოველი
მსჯელობა ადამიანის მოქმედების თავისუფლებაზე.
განა სატანმა არ უწყოდა, რომ ჯვარცმის შემდეგ მისი სამკვიდროს
ბჭენი შეიმუსრებოდა და იგი იძლეოდა იესუსაგან. ამა სოფლის თავადი,
სატან არ დაუშვებდა ამას. ქრისტიანულ წიგნებში შეუძლებელია,
რომ სატან და ღმერთი ურთიერთს შეეზრახონ და შეითქვნენ კაცის წინააღმდეგ.
იოსები რომ სამწყემსავში მყოფი ძმების სანახავად მივიდა,
ისინი მის მოკვლას იზრახავენ გულში. რეუბენმა კი თქვა, რომ ნუ
მოკლავთ. იოსებს ჭაში აგდებენ. საიდან იწყება უფლის განზრახვა,
როცა ძმებს შეშურდათ იოსებისა იმის გამო, რომ მამამ მას
ლამაზი სამოსელი შეუკერა? თუ იქიდან იწყება უფლის განზრახვა,
როდესაც იოსები იუდამ და იოსების სხვა ნახევარძმებმა ისმაელიანებს
მონად მიჰყიდეს? სად მთავრდება აქ იოსების ძმების კაცებრივი
მოქმედება და სად იწყება ღმერთის მოქმედება? თალმუდი
და გალაჰა დანაწესებისა და რიტუალების რეგლამენტაციაა და
ასეთ საკითხებზე არა არის რა ნათქვამი.
თუ მოციქულმა იუდამ მისგან სატანის გასვლის შემდეგ შეინანა
მოძღვრის გაცემა, მან თავისით შეინანა თუ ღმერთმა შეაგონა
ნანვა? თუ იუდაში სატან იმ განზრახვით შევიდა, რომ აღსრულებულიყო
იესუს მიზანი, მაშინ აქ რაღაც ვერ ლაგდება. ლიტონად
და ღვარძლიანად შეთხზული ამბავი იუდაზე იქცა ზნეობრივი
და მამხილებლური მსჯელობების წყაროდ ათეულობით საუკუნის
განმავლობაში. რომ ვამბობთ, აქ რაღაც ვერ ლაგდება, ვგულისხმობთ
სიკეთესა და ბოროტებას შორის კორელაციას და ადამიანის
თავისუფალი არჩევანის სწავლებას.
კოლოსური საგონისია, ზეცას რომ შეამღვრევს და შეაძრწოლებს.
შევხედოთ მდარე ნამსჯელისა და ეთიკური ჭინთვების რა
ზღვა დამდგარა მის ირგვლივ. როდესაც სატან შევიდა იუდაში,
თუ ორჭოფობდა ეს საუკუნოდ კრული მოციქული იესუს გაცემის
საქმეში? სახარება იუდას არ ალაპარაკებს. იგი თავიდანვე მოთავებულ
გამცემად არის გამოყვანილი.
კაცი რომ გამცემლობაზე თავს დადებს, ამას იმიტომ შვრება,
რომ მასში სატან შედის? მაგრამ სხვა სამუშაკო არა აქვს სატანს,
რომ ყოველ კაცში მისი სიმდაბლისა და ბიწიერების მოწმედ
დადგეს? თუ ყოველი კაცი ასეთი მაღალი ადამიანური სტატუსის
მექონია, რომ მისი ყოველი მემრუდეობა სატანის შეგონებით
ხდება, მაშინ კაცმა სამადლობელიც უნდა გამოთქვას და ვალალებაც.
სამადლობელი იმიტომ, რომ მაიას სამყაროში, წუთისოფლის
მოჩვენებითობაში ბოროტი ესოდენ ეურვება კაცს და ასეთი
წმინდა და თვალნათლივი სახით არის თავჩენილი. ვალალება
კი იმიტომ, რომ კაცი მაინც ბოროტის უგებ-უცანი რჩება.
შეუძლებელია ბოროტოვანი წმინდა სახით გამოვლინდეს ნივთიერ
სამყაროში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ საზრისის
პრობლემა შემმეცნებლის წინაშე ასე მწვავედ არ დადგებოდა. საზრისის
საკითხი ესევითარ გაცხოველებულია ეკლესიასტესთან.საზრისის
საკითხი იგივე მაიას ბურის შემეცნების საკითხია. მაიას
მეუფება ტოტალური და აბსოლუტურია, გარნა რაც ტოტალური
და აბსოლუტურია, ის როგორ არის უსაზრისო? მაიას მეუფება
ჯეროვნად ვერ შეგვიცვნია.
არსად მოიძებნება დუნიაზე ერთი კაცის ამოსაბზარავად და
მოსათხრელად შექმნილი იმდენი ნაწერი, რამდენიც იუდას გამოა.
მოციქულთა შორის პირველი იყო იუდა. კაცი, დიდად ნდობილი
მოძღვრისაგან და დიდად შემგები. თუ სწორედ მასში შევიდა სატან,
გამოდის, რომ მოციქულთაგან მხოლოდ იუდა სწვდებოდა იესუს
ნათქვამს. სატან რომ არ შესულიყო მასში, რას იზამდა იგი?
ამ გამცემლობის შემდეგ სატანმა რად არ უმეოხა იუდას? ეშმა
რომ იუდაში შევიდა, ამით მას მიეცა სიბრძნე, რა სიბრძნეც
ღვთის სულმა განგებისად არ მისცა სხვა მოციქულებს? აქ კაცის
ბედისწერის საკითხიც ისახება, რომელიც ღვთისმეტყველებაში
უარყოფილია. ეშმა თუ შთაეტევა იუდაში, გამოდის, რამ მან
ღვთის სულს დაასწრო. ან ღვთის სულმა დაანება ეშმას იუდაში
შთატევება. თუ სატან ცდილობს იუდას ღალატით დაღუპოს იესუ,
გამოდის, რომ მან არ უწყის იესუს და მისი მამის განაზრახი. თუ
მან უწყის ეს და მაინც ამზდებს იუდას ღალატს, მაშინ სატან
შეზრახებულია ღმერთთან, ვითარცა ეს იიობის მატიანედან შეგვიტყვია.
წიგნთამებრ კი ასეა, რომ ჯვარცმის მადლით იძლია სატან,
მაგრამ შეუძლებელია, რომ სატან თავის ძლევას ხელს უწყობდეს.
წესით, იუდა სატანის კაცად გარდაისახა, რა მასში იგი თავადი
შევიდა. იუდაა ერთადერთი, ვინც სატანის შეჰინა თავის შიგნიერში
იგზნო. კაცში იგი თავადი შევიდეს და ესე ლიტონად გავიდეს
მისგან, რომ არა რა ნაკვალევი არ დატოვოს მასში? სახარება
ლამობს გაანიორწყლოს და მტვერს შერიოს იუდას შიგანში
აღსრულებული დიდი დემონოფანია. ან ამის შემთხზველმა არ უწყოდა
რას შეეჭიდა და არ უფიქრია თუ რა შესაკითხნი მოუთქს
იუდას აბავს.
ჰე, იუდა, დიდი დაფარულის არგამთქმელო, არასდროს არავინ
ცდილა იმას, რომ შენდათავად აეზრახებინე. მხოლოდ საგმობარი
და საწყევარი ისმის შენს მომართ. შენს გამო იუდეველნიც დიდად
მოაყივნეს ქრისტიანებმა და თორას მმესველთ საუკუნო ბრალი
დასდეს. თუ ამ სულისკვეთებას მივყვებით, მაშინ ასეთი კითხვა
წარმოიშობა: მოციქულმა იუდამ მოძღვრის გაცემით იუდეველთა
საქმე აღასრულა და ის შეეწია იუდეველებს თორას მმესველებად
დაშთენაში. მღვდელმთავარმა კაიაფამ და მისმა დასმა თუ მოიძიეს
იუდას ნეშტი და დაფლეს ის მას შემდეგ, რაც გამცემელმა წერილთამებრ
თავი ჩამოიხრჩო. მოსეს რჯულის საქმე გააკეთა და ფარისეველთა
მიზანი აღასრულა იუდამ, როდესაც ისინი ქრისტეს ხელში
ჩაგდებას და მის დასჯას ცდილობდნენ. ქრისტიანთა მიერ
იუდეველთა გმობიდან გამომდინარე მხოლოდ ასე უნდა იყოს, რომ
იუდეველნი პატივს უნდა მიაგებდნენ მოციქულ იუდას. იყო კი იუდა
ფარისეველთა თანამზრახველი?
ყური მომაპყარ იაკობო და პასუხ-მაგე. ეგრე წახდა და გატიალდა
მოსეს რჯული, ეგრე დაიშრიტა ელიას, ელისეს, ესაიას,
იერემიას, იეზეკილის სულის ძალა, რომ იუდეველთ ამა სოფლის
თავადიღა შველის თორას დაცვაში, რა იგი იუდაში შევიდა? თორას
და წინასწარმეტყველთა წიგნების ცილისწამებაა, როდესაც
ითქმის, რომ სატან შევიდა იუდას შიგანში. სატანმა დაიცვა ესეთი
ილეთით იუდეველნი ნაზარეველი რაბის სიტყვისგან? თორა სატანის
სამზრუნველო გახდა? არც ერთ რაბინს, რჯულის აღმხსნელსა და
განმმარტებელს არა აქვს რა ამაზე თქმული. მხოლოდ ის
ითქმის თალმუდის მოძღვართაგან, რომ განავლის წუმპეში იტანჯება
ნაზარეველი რჯულის განწვალების გამო.
წერილთამებრ იუდამ იესუს გაცემის შემდეგ ფარისევლებს
უკან შეაძლია ფული და მათ იუარეს მისი აღება (მათე 27:4).
ესეც მორალისტური ხვანჯია. თუ ფარისეველნი ქრისტეს გამცემელ
იუდას უარყოფენ, მაშინ გამოდის, რომ ფარისეველნი ფარულად
ეთანხმებიან ნაზარეველ რაბის, შიშობენ მისი ქადილის გამო
და გმობენ იუდას გამცემლობისათვის. ფარისეველთაგან რომელიმემ
როდის და როგორ შეიტყო, რომ იუდამ მოძღვარი გასცა
მაშინ, როდესაც ეშმა მასში შევიდა? თავად იუდამ როგორ შეიგრძნო,
რომ თვით ის, სატან შევიდა მასში? ქვესკნელთა მბუდავნი
ბევრეულნი არიან, ისევე როგორც ქვესკნელი არის ბევრეული. იუდამ
ვითარ შეიგო, რომ სწორედ ყველა ქვესკნელის დიდი მეუფე
და არა რომელიმე დემონი შევიდა მასში?
კაცში სატანის შესვლა უდიდესი სასწაულია, მაგრამ საკითხავი
ისაა, არის თუ არა ასეთი ინზორცისი იმის უთუო პირობა,
რომ კაცი შავი მადლით აღივსება და შესაქმეს მძივივით დაიგდებს
ხელის გულზე. ასეთი სატანოფანიის შემდეგ ერგასიც აღარაა საჭირო,
რომ კაცი ბოროტის დიადი სულით აღივსოს. რა დარჩა
იუდას გულში, რა სატან მისგან გავიდა? თუ იუდას გულში არა
დარჩა რა, ეს არის სატანის, კაცის და შესაქმის მარცხი და ძლეულობა.
თავად იუდა ვერ გასცემდა მოძღვარს, რომ არ შესულიყო მასში
სატან? მოსეს რჯულთან მომტერე მახარებლებმა იუდას ამბის
წერისას ისევ ამა სოფლის თავადი მოითრიეს რქით. თუ სატან
შევიდა იუდაში, ვინ შეიტყო ეს, რომ ასე დაიწერა? იუდა ვის ეტყოდა,
რომ სატანით განემსჭვალა შიგანი? ისიც ითქმის ეგზეგეტიკურ
წიგნებში, რომ იუდამ თავისი ნებით აირჩია სამუდამო წარსაწყმედელი.
თუ თავისი ნებით აირჩია იუდამ, სატან როგორ და
რატომღა შევიდა მასში? განა ეგრეა კაცი, რომ თავისი ნებით
ზაკვას აირჩევს და სატან გამოექანება მასში შესასვლელად? ესე
წაუხდა ამა სოფლის თავადს საქმე, რომ ოღონდ ვინმემ მზაკვრობა
იზრახოს და მას კაცში შესასვლელად სული მისდის? ვთქვათ,
ხელი აიღო ბოროტის ზრახვაზე კაცმა და მისგან ეშმა გავა და
მყისვე ღმერთი შევა მასში?
ბოროტშიც მიტოვებულია კაცი. ვერ იტყვის დიდი მცოდველი,
რომ მან ოდესმე იგზნო თავის შიგან სატანის მოახლება. ეს მხოლოდ
ლამაზი ნათქვამია, რომ კაცის სულისათვის მუდამ ერთმანეთს
ებრძვიანო ღმერთი და ეშმა. თუ ამ ნათქვამის მიხედვით განვსჯით
კაცის ცხოვრებას, მაშინ დიდ ბუნებისმეტყველთა ნააზრევში
ეშმაური ვლინდება თუ ღვთიური?
და თუ იუდაში შევიდა სატან, ღმერთმა მას ასე იოლად დაანება
თვისი ძის დაღუპვის აღსრულება? ვინმემ თუ სცადა მოეხილა
სატანის იუდაში შესვლა როგორც ბედისწერა? ის ბოროტი
როგორ უნდა იზრახოს კაცმა, რაც სატანისგან მოწყვეტით აღესრულება?
თუ არის ისეთი კეთილი, რომელიც ღმერთისაგან განცალკევებულია?
იმით არის იუდას ამბავი სატანის, კაცის და შესაქმის მარცხი,
რომ იუდა თავს იკლავს როგორც ჩვეულებრივი დამნაშავე. გამოდის,
რომ ღმერთმა და სატანმა იუდა გამოიყენეს როგორც ხორცსხმული
ხელსაწყო. თუ ვიყაბულებთ ამ განსჯას, მაშინ რაღა რჩება კაცის
თავისუფალი ნებისა და არჩევანისაგან?
იუდას ამ გამცემლობის შემდეგ სკნელთათვის შესაზარი რამ
უნდა ეუბნა. იუდა გააჩუმეს და საუკუნოდ დაწყევლეს. ოიდიპოს
მეფისგან განსხვავებით იუდა მდუმარე ტრაგიკული გმირია.
სოლომონის შემდეგ იერობოამი გამეფდა. ოქროს ხბო ჩამოასხა
მან და ქვეშევრდომთ მოუწოდა თაყვანი ეცათ მისთვის. აქაბი იერობოამზე
უარესი იყო. ბაალს უკმევდნენ აქაბი, ახაზი და სხვა მეფეები.
უცხო ღმერთებს ესავდა იუდას მეფე ამაცია. მეფე მენაშე
ჯადოსნობდა, სულებს გამოიხმობდა. არ შესულა სატან იერობოამში,
ამაციაში, მენაშეში. არ ამბობენ ამას მატიანეები. არ უცდუნებია
სატანს ისინი ბაალებისა და ხბოების სათაყვანოდ. თავად, თავისი
ნებით დგამდნენ მეფეები წმინდა სვეტებს და ოქროს ხბოებს.
არც სოლომონ მეფეზეა ნათქვამი, რომ სატანმა აცდუნა იგი, როდესაც
მან უცხო ღმერთებს უკმია.
ახალი აღთქმის წიგნები კი მიწყივ სატანის კრულვას და მხილებას
იტყვიან. მოციქულ პეტრეს იესუმ სატან უწოდა. პეტრეს
ბაგით აცდუნებდა იესუს სატან და პეტრემ არცრა უწყოდა ამისა.
თუ პეტრეს პირით თავად თავადი ლაპარაკობდა, რად არ თქვა მან
იმაზე მეტი, რაც პეტრეს ათქმევინა? რაც პეტრემ უთხრა მოძღვარს,
ეს მისი სიბრიყვით უფრო იყო ნათქვამი, ვიდრე სატანის
ხრიკით.
კაენმა რომ აბელი მოკლა, არ თქმულა, რომ სატან შევიდაო
მასში და მან აღძრაო იგი ძმის საკვდავად. ღმერთი უბნობს კაენთან
და კაენი უკმეხობს ღმერთთან. კაენი შესთხოვს ღმერთს წყევლის
აღმცირებას და ღმერთიც ასე აკეთებს. იუდასთან, მისი გამცემლობის
შემდეგ არ იუბნა უფალმა. რა ცოდვით უნდა იმცოდველოს
კაცმა და როგორ უნდა დაეცეს, რომ აიძულოს ღმერთი თავისკენ
მოახედოს და საწყევარი სიტყვა წარმოათქმევინოს?
მოციქულთაგან და მოკვდავთაგან იუდა გახდა რაღაც დიდის
ღირსი. იუდამ განიცადა სატანისა და ღმრთისაგან მიტოვებულობა
ისე, როგორც ეს არავის განუცდია ადამიანის ისტორიაში. თუ
ღმერთი ყოვლად მოწყალეა, მაშინ მას უნდა შეეჩერებინა იუდას
ხელი, როდესაც იგი თავზე ყულფს იცვამდა. იუდას ამბავი არის
ბოროტებისა და ადამიანის მასთან ზიარების საკითხის ცუდი გააზრება.
სახარების მწერლებს ცოტა ესმოდათ.
ეკლესიის მამათა დასი ამტკიცებს, რომ იუდა სამუდამოდ წარსაწყმედელშია
შთათხეული. ვთქვათ, იუდა პირველი საუკუნის 33 წლიდან
დღესამომდე წარსაწყმედელის ყველაზე სატანჯველ ალაგასაა.რა
მახსოვრობა და რა განსჯა იუნჯა იუდამ? რისკენ მიისწრაფის
მისი ფიქრი და რა არის მისთვის წყალობა?
სწორედ იუდას უნდა ეტვირთა საუკუნო შეჩვენება, რათა იესუს
მოძღვრებას გაემარჯვა არა მხოლოდ მოსეს რჯულის მიმდევრებთან,
არამედ წარმართებთან დავაშიც. იუდა მახვილოსანი იესუს
თანამზრახველია. შეუძლებელია, რომ მას ოცდაათ ვერცხლად გაეყიდა
იესუს დიდი წამოწყება. იუდა უნდა ქცეულიყო სიმდაბლის
მარადიულ სიმბოლოდ. იუდას გამცემლობა არის შირმა, რაც მეტად
კონსპირაციულ, ეზოთერულ ჯგუფს ესაჭიროებოდა. ჯვარვილის
მსოფლიო ტრიუმფს იუდა მტლედ დაედო. მოსეს რჯულის
ქრისტესეული ინტერპრეტაცია გავრცელდა რომის იმპერიაში. რამდენი
იუდეველი და წარმართი შეუდგა ქრისტეს მხოლოდ იმის
გამო, რომ იუდას ღალატის ამბავი ჰქონდათ მოსმენილი. სახარებისეული დუალიზმი ქრისტიანობის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს. ქრისტიანობაში
სატანამ შეიძინა კოსმიური მასშტაბი. ამავე დროს სატან იქცა
უბანალურეს თეოლოგემად, რომლითაც მრავალი საუკუნე კემსეს
ქრისტიანობის დაცრეცილი და შელანძღული ბაირაღები. რომის
იმპერიაში ქრისტეს მქადაგებლებმა გაავრცელეს პანიკა სატანის ზრახვათა გამო.
დღეისათვის ეს პანიკა ასულდგმულებს მრევლის ფიქრსა და განსჯას
ანტიქრისტეს მოსვლაზე.ზღვა მასალა გამოდის ამაზე.
მოსეს რჯულს ასე ცილი დასწამეს და ახლა იუდეველებს ამხელენ
სატანის მოსვლის სამზადისში. აპოკალიპტიკურ მწერლებს
სურთ თქვან, რომ იუდაიზმი სატანურია. რად დუმს ელოჰიმ-ცაბაოთი?
რად არ აღძრავს წინასწარმეტყველთ? თუ იგი იმად დუმს,
რომ მისაგებელ სიტყვას მერმისისთვის ისაჭიროვებს, მაშინ ვაი
ქრისტიანებს.
იესუ რომ აღდგა მკვდრეთით და კვლავ მოციქულთა დასში
გაერია, მათგან რად არავინ ჰკითხა მას იუდას ხვედრზე? ის ხე,
რომელზეც იუდამ თავი დაიხრჩო და ის საბელი, რომლისგანაც
მან ყულფი შენასკვა, უნდა დაცულიყო და სადაც წამების ძელი
და სამსჭვალისები დაიდებოდა, მის გვერდით იმ ხის ნატამალი და
საბლის ნაგლეჯი უნდა დებულიყო. აი, ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული
მემახსოვრეობა. მოციქულებს და არ სხვა ვინმეს უხამდათ
იუდას ნეშტის მოკრება და დაფლვა, მის შირიმზე ლოდის
დადება. ეს იქნებოდა მოსახსოვნელი, რომ სწორედ ასეთი დიდი
ღალატით და არა სხვა გზით გახდა შესაძლებელი ახალი რჯულის
გავრცელება.
ჰე, მოცნების მაშვრალნო, შეიძელით ჩემს შეკითხულთა
თქვენს თავში დატევა. დააგდეთ მცონარება, მოყვასთაგან რომ
კეთრად გადმოგდებიათ და განეშორეთ მათ, რომელნიც გაუძლურებენ
თქვენ თავისი ნამცეცობითა და სიმხდალით. სულის ასპარეზი
უშიშარი ვერასოდეს იქნება. იგი მხოლოდ საშიშარი და შესაზარია.
Комментариев нет:
Отправить комментарий