ალბათ არსად, არცერთ ენაზე არ დაწერილა ისეთი წიგნი, როგორიც არის”თერიონის ვარდი”. ეს არის მეტაფიზიკური მძვინვარებით შექმნილი ნაწარმოები, სადაც დაყენებულია საზღვრითი ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემები.
ეს წიგნი აცნაურებს ადამიანის უძლიერეს ამბოხს და მის დაჟინებულ სწრაფვას დაიცვას მიწა ზეცის წინაშე. პორფირესთან კონცენტრირებული და ურთიერთგადაჯაჭვულია თემები, რომელთაგან თითოეული იმსახურებს გულმოდგინე და სიღრმისეულ განხილვას.
წიგნი ძველი ქართული ენის ინტონაციებით და ფორმებით არის აღბეჭდილი, რაც უჩვეულოა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის და რაც, თუმც აძნელებს ნაწერის აღქმას, მაგრამ განსაკუთრებულ ტონალობას ანიჭებს და ახალ შუქზე წარმოგვიდგენს ფრაზობრივ კონსტრუქციებს.
გავიმეორებ: ეს წიგნი უთუოდ უნდა გახდეს ღრმა და გულმოდგინე განსჯის საგანი.
თამაზ ჩხენკელი
2009
Комментариев нет:
Отправить комментарий