ჩემს წინაშე მოდასე შემეცნების მძებრთ ვაუწყებ სხვა საჭმუნავს: ვითარ ივანებს უცან-უგებ აზნაურთა და უაზნოთა შორის ღმერთი? ვითარ ჰგიეს ღმრთის სული გოლემთა ხომლეულში? ვიეთნი, როგორც ჩვევას არიან, ისე გამოიტყვიან არაისმთქმელ სიტყვებს მადლის მოფენასა და სიყვარულზე. შეკითხვის გაგების უნარის მქონე კაცის პოვნაც კი სანატრელი გამხდარა და ვიეთი მოყვასნი ისე იქცევიან, თითქოს პასუხი იმთავითვე მზად აქვთ ყველაფერზე.
ხორცისა და ძვლებისაგან შენივთულ ტიკინათა შორის ვითარ მიმოიძვრის ღმრთის სული? როდიდან და როგორ იწყება გოლემთა მასის გარდასახვა სულის მქონე ერთობად, რომლის პირით თავად ღმერთი გამოიტყვის? მოყვასი მისდამი ჩემს სათნოყოფას ხედავს როგორც მოლაპარკე ტიკინა თუ როგორც სულაზრახებული ადამიანი? როგორი უნდა იყოს მოყვასისადმი ჩემი სათნომოქმედება, რომ ეს მას შეეწიოს გოლემობიდან გამოსვლასა და შემმეცნედ გახდომაში?
ორი ათასი წელი დასჭირდა იმის სამეცნიერო აქსიომად დამკვიდრებას, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც მოიწვრთნება და გამოითვლება ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ერთობლიობით. მხოლოდ ლიბერალ-კაპიტალიზმმა შეძლო მოუკიბველად ეთქვა, რომ ადამიანი მანქანაა, ეკონომიკური ცხოველია. ის, რაც აქამდე ჯერ კიდევ თეორემად რჩებოდა, კაპიტალმა აქსიომად აქცია _ ადამიანი მანქანაა. ეს არის ამა ჟამის ერთადერთი და საბოლოო ანთროპოდიცეული გნომი. უამრავი საეკლესიო კონფერენცია და სემინარი ტარდება და ეს არ ქცეულა განსჯის საგნად სამღვდელოთა მიერ, რომელნიც ეგზომ მრავალს იტყვიან ტექნიკის საკილავად.
ამა ჟამის ბერმონაზონნი აფრთხილებენ და მოუწოდებენ მეცნიერთ უარი თქვან კლონირების ლაბორატორიულ ცდებზე. მღვდელნი იტყვიან, რომ ღვთის შექმნილიაო კაცი და მისგან შთაებერაო მას სული. ეს ისე ითქმის მათგან, თითქოს ყველა ადამიანი იბადება მღვიძარე სულის მქონედ, თოთქოს ადამიანებში არაფერი იყოს გოლემური და ცხოველური. მღვდელნი იტყვიან, რომ კლონირების შედეგად გაჩნდებიან ზომბები, მაგამ განა ზომბები ისედაც არ არიან? თუ ადამიანის სახეობის რეპროდუცირება აქამდე თესლის დათხევით ხდებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ჩვილს ღვთიური სული და ანგელოზური ბუნება მზად დაჰყვება, ხოლო კლონი ჩვილები ოდენ ზომბები იქნებიან. კაცის თესლნთხევით გამრავლება იგივე კლონირებაა. შეუძლებელია გენიტალურ კლონირებაში ღვთის საიდუმლო იყოს. ამის დადგენას ბუნებისმჩხრეკელ მომეცნიერეს უნდა ვუმადლოდეთ. როგორც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ნაშობი ბავშვი არაფრით განსხვავდება გენიტალური განაყოფიერების შედეგად ნაშობი ბავშვისაგან, ასევე იქნება კლონი ბავშვი. კლონი კაცი რომ დედ-მამისაგან ნაშობ კაცთა დასს შეერევა, ის კაცთაგან ძნელად გამოსარჩევი იქნება. ეს ვითარება მთელ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას ძირში არყევს და მთლიანად აუქმებს. საკითხი ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია მეცნიერს კლონს მიანიჭოს წინასწარ დადგენილი თვისებები და უნარები, რაც სახეობის გაუმჯობესებას წაადგება. თუ მეცნიერი ამას შეძლებს, მაშინ სახეობათა შორის ატეხილ ომში კლონთაA სახეობა ყოველივეთი დაამჯობნებს ბუნებრივი გზით ნაშობ კაცთა სახეობას. ეს უკანსკნელი გასაწყვეტად იქნება განწირული.
არაფერი ისე თვალნათლივ არ წარმოაჩენს ქრისტიანობის დასასრულს, როგორც კლონი კაცისა და კიბერანთროპის გამოჩენა. თუ მეცნიერის საქნარად ეს დაისახა, თუ ბუნებისმჩხრეკელობა ამისკენ მიდიოდა, მაშინ რისთვის ჰგიეს ღმერთების ქორო კაცთა გულებში? რისთვის ესავდა კაცი ღმერთებს ათასწლეულებში? ღმერთებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით კაცთა მეცნიერობაში. ვერ წილი დაიდეს ღმერთებმა უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში. ისინი მხოლოდ ხელს უშლიდნენ კაცს შიშითა და ცრურწმენით. მეცნიერმა გაყარა ღმერთები, ვითარცა გაწუწკებული აბეზარი მტაცებლები.
კაცთა ბევრეულს შთაუნერგეს ხელოვნური გული, სხვისი გული და სხვა ორგანოები. მედიკოსმა ისწავლა ადამიანის სხეულის ასოთა კორექცია, გარნა ღვთის რისხვა არ გარდმოვლენილა ამის გამო ქირურგზე. ასევე იქნებიან კლონირებული ადამიანებიც. თუ მეცნიერმა შეძლო ესთეტიკური ქირურგიის ჩვეულებრივ სამედიცინო საქმიანობად გადაქცევა, მაშინ პრობლემა ისაა, შესაძლებელია თუ არა სამეცნიერო მეთოდებით ბიოლოგიური მანქანის, გოლემის დაძლევა ადამიანში და სადამდეა ეს შესაძლებელი.
ის, რაც დღეს კულტურად იწოდება, მოწოდებულია იმისთვის, რომ მოხერხებულად დაფაროს ბევრეულთა მანქანურობა, გოლემური ცხოვრება. სოციალურ მეცნიერებებსა და რელიგიას ეკისრება მუშაითური მისია, რომ ყოველი კაცი წარმოჩინდეს სულიერების მექონად. ჰუმანიტარები წუხილით იტყვიან რობოტიზებულ ადამიანზე, იმას კი არ გვეტყვიან, თავად როგორ დაძლიეს საკუთარი გოლემურობა და მანქანურობა. კაცთა რობოტიზებაზე ლაპარაკი არ არის საკუთარ თავში გოლემურობის დაძლევის მაჩვენებელი. ასე განათლებული და ენაკაზმული გოლემები ბევრზე ბევრს იტყვიან ღმერთზე და მის შეცნობაზე, გარნა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან გოლემები.
გოლემი შედის საყდარში, ეზიარება, ზეთს იცხებს. გოლემმა იმარხულა და მერმე იხსნილა, გარნა ეს ვერ იქნება ადამიანში გოლემურობის დაძლევის გზა. მღვდელთან სიარული არ არის იმის საწინდარი, რომ ხორციელი ავტომატი სულიერებით აღივსება. ეს დღეს უკამათო ვითარებად წარმოაჩინა დროის დროებამ. გუშინდელი საეკლესიო ჰუმანიტარები ამაზე დუმან დღეს. ვისგანაც შვებასა და ნუგეშინს მოელის ცნობამცირე კაცი, ის მეცრუე ტიკინა და რჯულის მაოცებარეა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ადამიანის კატასტროფა დღეისას ასე თვალსაჩინო არ იქნებოდა. ნურვინ დააბრალებს ეშმას ესევითარ წახდენას და გატიალებას. ეს არა სატანისგან, არამედ კაცთა სიმდაბლისაგან მოდის და კაცთა ნაქნარია.
მსურს ბოლო ჟამზე ასე ბევრის მთქმელ და სატანის მამხილებელ მღვდელს შევკითხო: ქიროტონიის შემდეგ მღვდელი თუ გრძნობს თავის შიგან გოლემობის სიმძიმეს? თუ სამღვდელო ხელდასხმისას ღვთის სული გადმოდის კაცზე, მაშინ მან უთუოდ უნდა იგრძნოს თავის თავში ის, თუ როგორ ავიწროებს მის გოლემს ღვთის სული. ვის, თუ არა მღვდელს უხამდა დაეტოვებინა საშვილიშვილო განაზრებანი ამ ვითარებაზე და ერთი მისხალიც არ დადებულა მისგან. მღვდელს უხამდა ეუწყა, თუ ვითარ გარდასახავს წმინდა სული მასში გოლემს, ხორციელ ავტომატს. მას არც კი განუცდია ამის საჭიროება. შევიხედე საკურთხეველში და ვიხილე მთავართმოყვარე მიტროსან გოლემთა ზვაობა. ჯავრით შევითალხე და ესრე გამოვედი. ბოლო დღეებში გოლემთა ვეება ხომლეული ვითარღა იგოლემებს? საშინელ სამსჯავროზე ვითარ განიკითხებიან ისინი, ვისაც თავის ცხოვრებაში გოლემობა არასოდეს შეუგრძნია? ანტიქრისტეს დიად დღეებში ვითარ დაიძლევა გოლემის სიძნელე და რისი მოქმნა ძალუძს საამისოდ სატანს? გოლემი როგორ უნდა ცხონდეს ან წარიწყმიდოს? ეს შესაზარი საფიქრალი და საგონებელია. ნურვინ მიიჩემებს რიტორის სახელს, თუ ამ საგონებელს მუდამ გულით არ ატარებს.
ნეოლიბერალიზმის ექსტრემიზმმა გააცხოველა განმანათლებლობის მიერ განგებისად მტვერწაყრილი საკითხი ადამიანის არსებაზე. რისთვის იბადება მილიონობით ადამიანი, თუ არა იმისთვის, რომ ცხოვრებამ ეს მასა ამოიფურთხოს და მიწას შეახმოს? არაის მაქნისი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური სისტემა ენის სავსავისა და ტუტუცობის სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მხოლოდ ასეთი ილეთით გადაწყდება ამ ანთროპული წიდის არსებობის სიძნელე. როდესაც ადამიანები კვდებიან, მათი ბიოლოგიური ენერგია ქვესკნელის კლოაკაში ჩაედინება და ან მიწის პატივად იქცევა, ან ჭიაღუად გარდაისახება. სხვა ამათი რა უნდა იყოს? თავის სიცოცხლეში ეს ადამიანები დაიდებიან შეშის ნაპობად კოსმოსის სიცივით გათოშილი ღმერთების გასათბობად. რა უბედურებაც არ უნდა წაეკიდოს ამ ადამიანებს, ისინი მაინც სიცილის სახლის ბინადარნი იქნებიან.
მშობელს რომ თავისი ნაშიერი უყვარს, ეს მშობლის სახიობა და მაშინალობა უფროა, რათა მან ამით დაფაროს ცხოვრების ბოროტებისგან აღძრული შიში და დაინელოს საკუთარი არაფრობით მოგვრილი მწყინარება. მშობელს ბავშვი საფარველად ჰყავს. არაის შემგებმა ცნობასუსტმა ადამანმა მხოლოდ ასე იცის თავის თავისაგან გაქცევა, რომ შვილი გააჩინოს და მას ებღაუჭებოდეს, მას აჩრიდეს თვალში ირგვლივ მყოფთ. დედაშვილობისა და მამაშვილობის თვალთმაქცობაზე არა ითქმის რა. როგორც გამძღარი და ჭრელით მოსილი მონის რაინდობა არის სახილველად საძაგი, ასევეა ბრიყვი მშობლის შვილთან თვალთმაქცობა და ჭკუის კოლოფობაც. თავისთვის რა იცის ბრიყვმა მშობელმა მის დღეთაAგებაში, რომ შვილს ასწავლოს. რაც მშობელია, ის შვილი და შვილიშვილია.
უცნაურია ამა ჟამის სიავე და ცრუმეთქვობა. აწმყო გვაკვირვებს და გვთრგუნავს თავისი ყოვლისმომცველი სიყალბით. მონობაზე თავდადებულნი თავისუფლების ციქვებად დამდგარან. ყველას მიერ ერთობ ხშირად გამოიყენება “თამაშის” ცნება (პოლიტიკური, საარჩევნო, სანავთობო თამაში). ამ ცნების არტიკულირებისას ლამობენ წარმოაჩინონ იმიტატორული და ნარიოშალი. სიტყვა “თამაშის” ეგზომ ხშირი გამოყენება ამა ჟამის ადამიანის ძირეულ არანამდვილობას წარმოაჩენს. ვინ მოითამაშებს ამდენს, თუ არა გოლემი. ყალბია ლიბერალიზმის ადეპტთა ყველა მტკიცება სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაზე. თავად ლიბერალიზმის მოციქულნი ლაპარაკობენ ამდენს თამაშზე. ერთდროულად უბნობენ ისინი ჭეშმარიტებასა და თამაშზე. თამაშით დადგენილი ჭეშმარიტება არსად ნახულა. არა მონამდვილე კაცს, არამედ მოთამაშე გოლემს ეძლევა ავალა.
შეფასებისა და შეცნობის უნივერსულ კრიტერიუმად გადაიქცა სიტყვა “თამაში”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიბერალიზმის მიერ პოსტულირებულ აზრს, რომ ადამიანი არის ხორცსხმული მანქანა, გოლემი. ლიბერალური ყაიდით ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა ამა სოფლის ძლიერთაგან კურთხეულ გოლემთა თამაშ-თულობა.
ამა ჟამის ჭირბოროტობაში ლიბერიზებული გოლემის საკითხი ანთროპოლოგიის დასაბამისეულ ვითარებად უნდა იქცეს. ის, რომ ბევრზე ბევრი ითქმის რობოტიზებულ და ზომბირებულ ადამიანებზე, არ არკვევს გოლემისა და გოლემოიდის საკითხს. ასე ღმერთზეც ძალზე ბევრს იტყვიან და რა? გასაკვირია თავის თვალთმაქცობაში ლიბერთა ღვთისმეტყველება და ეთიკა. ლიბერთა დასს უკვირს, თუ რატომ თქვა ნიცშემ “ღმერთი მოკვდა”. ლიბერი ჯვარცმისკენ იშვერს ხელს და ნიცშეს გმობას იტყვის. ნიცშეს ფილოსოფემა აღაშფოთებს ლიბერს, ყოვლისმომცველ სიყალბეზე კი არას იტყვის. თავად იესუ გამხდარა ლიბერთა თამაშ-თულობის მონაწილე. ქრისტიანული ღმერთი თამაშ-თამაშით ჩაიღრძო როგორც ყველასაგან მივიწყებული გლახაკი. ლიბერთა დასს გაუიოლდა მკვდარი ღმერთის გაფეტიშება. მას გულისა აღარ სჭირია. მოთამაშე ღმერთი დიდად ეთნება ლიბერთა სამრევლოს.
ნიცშეს კითხვათა წინაშე ლიბერიზებული ღმერთი უკანასკნელი მოყვასის დარად მოიქცა. ის გაიპარა და დაიმალა ნიცშესგან. ნიცშემ ღმერთს როგორც კაცისგან მსესხებელს მოსთხოვა როგორც მევალემ. არც ერთ ბერმონაზონს ღმერთმა არ მიჰხადა ისეთი სარიტორო ნიჭი, რომ მათ ძალედვათ ნიცშესთან სწორფერად პაექრობა.
სადაც ღმერთი ღმერთობს, იქ თამაში ვერ იქნება, იქ ვერ იქნება მოთამაშე მრევლი. ლიბერთა დასი თამაშსაც იტყვის და თან კამათობს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მაინც აქ არის და ის ნიცშეს სააუგოდ არ მომკვდარა. ამით ლიბერნი თვისდა უცნობელად ამტკიცებენ, რომ დღესამომდე ცოცხლად მშთარი ღმერთი ათასნაირ ხვანჯსა და მანქანებას იგონებს თავის გატანისათვის და ამით დუხჭირი აწმყოს კაცთ დამსგავსებია. თამაშით ღმერთობს ღმერთი, რათა თავი გაიტანოს. სხვა რა ჩარა აქვს მას.
ამა ჟამის კაცმა, განა უვიცმა, არამედ წიგნიერმა, უნივერსიტეტდავლილმა, თავისი სიტყვით, თავისი ცხოვრებით, შეფარული თუ აშკარა გოლემობით გააქიაქა ის ყველაფერი, რაც აქამდე ორიენტირად და შემწედ იყო დასახული კაცთათვის. დღეისათვის დარდისა და ნაღველის მომგვრელია ყველა ის ამაღლებული აზრი, რაც გამოითქვა პლატონიდან ნიცშემდე. აღმოჩნდა, რომ ადამიანი არ ყოფილა ეგზომ მაღლა აყვანის ღირსი. რაც მას შემეცნების დიდ მაშვრალთა მიერ ჰქონდა მინიჭებული, ვერ იპატია და ვერ შეიშვნია. მხოლოდ ლიბერთა თამაშში ჰპოვა ადამიანმა თავისი მწყინარებისა და ცოფის გახელებისა და გაქანების შესაძლებლობა.
სამღვდელონი რად არას იტყვიან თამაშის გამო? სიბრიყვეა სატანს დააბრალო ის, რაზეც ახლა ვბჭობთ. მასონთა, ებრაელთა და სხვათა აუგის თქმა წინასწარიგულვებს იმ მოჩვენებით გარემოებას, რომ ახლანდელ ადამიანს აქვს საიმისო ზნეობრივი უნარი, რომ შეძლოს ბრძოლა. მასონთა და ებრაელთა კილვაში გაბეჯითება და სახარების ხსენება მოყვასთა ნახირს ტილის კვერცხისოდენა სათნოებასა და სიმამაცესაც ვერ შემატებს. მკილავთა ბანაკიდან ერთი მაინც დაფიქრდეს ამაზე: ანტიქრისტეს მოსვლა ყოვლისმომცველ თამაშს და გოლემთა შაბაშს დატოვებს და განაცხოველებს, თუ რაღაც ახალს შექმნის, რომელიც იქნება იმისი პირობა, რომ ადამიანი ჭეშმარიტად შებოროტდეს და ბოროტის დასაცავად მახვილით დადგეს? ო, რა ცნობამცირე და სულმოკლეა ის, ვინც ანტიქრისტეს მხილებაში ესე სამაგალითოდ გამეცადინებულა.
ნაციზმის მიზანი იყო ზეადამიანთა რასის შექმნა, გარნა თვით ასეთი დიდი მიზანიც კი ვერ წყვეტს შემდეგ სიძნელეს: ზეადამიანის შექმნა ვერ გააუქმებს იმ ვითარებას, რომ ასიათასობით ადამიანი მაინც გოლემოიდი იქნება.
ლიბერალიზმმა კრიტიკის საგნად აქცია ტოტალური სოციალური ავტომატიზმი და გამართული ბიუროკრატიული მანქანა. ეს კრიტიკა თითქოს ორგანულობის სახელით წარიმართება. ამავე დროს არც ერთი სხვა სისტემა ისე არ უფრთხილდება საკუთარ სოციალურ ავტომატიზმსა და ბიუროკრატიას, როგორც ლიბერალ-კაპიტალიზმი. ლიბერალიზმმა დაამკვიდრა შაბლონი-ნაციზმი და ბოლშევიზმი მექანიცისტურია და ადამიანი ამ პოლიტიკურ სისტემებში მხოლოდ ავტომატური ფუნქციონერია. პლურალისტური სისტემა კი ორგანიკულია და ადამიანი მასში თვისუფალი აზრის მქონე მოქალაქეა. განზრახ არ ითქმის ის, რომ პლურალიზმის პირობებში სოციუმი უარესად მაშინიზებულია და ადამიანი ნებაყოფლობით არის გოლემი. პლურალისტურმა სისტემამ წარმოაჩინა ადამიანის ზომბირებისა და რობოტიზების უდიდესი, წინამორბედი სისტემისათვის უცნობი შესაძლებლობები. ლიბერალიზმის ტაძარი _ ბაზარი არის მანქანა და ორგანიკისა არა სცხია რა.
დიქოტომია _ ორგანიკა-მექანიკა პოლიტიკური სისტემის უარყოფისას კრიტიკულ კლიშედ გადაიქცევა ხოლმე, რაც სამერმისო ილუზიებს წარმოშობს. თუ ამ საქმეში ცნობილი ფილოსოფოსნი ერთვებიან, ეს ვითარების გაბუნდოვანებას უწყობს ხელს. მაგალითად, ერთმა ფილოსოფოსმა ნეკროფილია უწოდა ლითონისა და მინის კონსტრუქციებისადმი სწრაფვას, მაგრამ თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი მხოლოდ ასეთია. სოციალური მექანიციზმი ლიბერალიზმმა ვერ დაძლია და საუბარი შესაძლებელია არა ორგანიკაზე, არამედ მხოლოდ ნეომექანიცისტურ ექსტრემიზმზე. აქ არაფერს ცვლის ის, რომ ბიბლია მილიონიანი ტირაჟებით გამოდის.
უცნაურია, რომ ნეომექანიცისტურ სისტემაში, რომელშიც ადამიანთა მასა რობოტიზებული და ზომბირებულია და ცალკეული ადამიანი მხოლოდ ადიტიური სოციუმის გოლემთაგანია, არავინ იტყვის თავის თავზე ამას. პოლემიზებისას კი სხვას ამხელენ, რომ ის არის რობოტი, რომ ის არის ზომბი. თუ ეს ასეა, მაშინ სხვათა ბრალმდებელმა უნდა უპასუხოს კითხვას _ როგორ ახერხებს იგი არ იყოს რობოტი ან ზომბი იმ სისტემაში, რომელიც ყველა საშუალებით განამტკიცებს ადამანთა რობოტიზებას და ზომბირებას?
ლიბერალ-კაპიტალიზმი წელებზე ფეხს იდგამს, რომ მილიონობით ბიოლოგიურ ავტომატს და სოციალურ გოლემოიდს შეუქმნას თავისუფალი სიტყვისა და მეღმრთეობის მოჩვენებითობა. ელექტრონითა და ნეონით გაკაშკაშებულ ქალაქებში ადამიანი სანთლით საძებნი გახდა. ქვეყნები არიან სოციო-ტექნოლოგიური მატრიცები, რომელთა საზღვრებში ცოცხლობს და მიმოდის მილიონობით მოლაპარაკე თოჯინა და ხელ-ფეხიანი ფალოსი.
მაიას მეუფება უფრო გახელდა და გაძლიერდა. ისედაც მძიმე ნივთიერი სამყარო უფრო დამძიმდა. ცოტანი არ არიან ისეთნი, ვინც აღმოსავლური და განსაკუთრებით ინდუისტური სწავლებებით არიან გატაცებულნი, მაგრამ საკუთარ თავს თუ ჰკითხა ვინმემ: მე რად მივიჩნევ თავს _ შუდრად, ქშატრიად თუ ბრაჰმანად? ვინ იტყვის თავის თავზე, რომ ჩანდალა ვარ? ჩანდალას კი არა, შუდრასაც არ იტყვიან თავის თავზე. ასევე არავინ იტყვის თავის თავზე, რომ ის ხორცსხმული თოჯინაა. იმასაც კი არავინ იტყვის თავის თავზე, რომ მასში გოლემის მცირე ნატამალია.
კალი-იუგას ჟამს თვით ბრაჰმანებიც ჩანდალებად იქცნენ. უცხო ქვეყნებად მარები ინდუსი მოძღვრები თავის მიმდევართა შორის არას იტყვიან იმაზე, თუ ვინ არის ჩანდალა. ამავე დროს ისინი კალი-იუგას უსვეო ჟამზე აუწყებენ. ვინ არის დღეს ის ჩანდალა, რომლის არსებობა ვედური ღმერთების სახელებით არის განმტკიცებული? სადაც ინდუისტური სწავლებაა, იქ ჩანდალაც უნდა იყოს. სადაც ჩანდალა არ ჰგიეს, იქ ვედური მოღმრთეობაც ვერ იქნება. იქ, სადაც სულის ასპარეზია, კაცთა შორის თანასწორობა ლიტონი სიტყვაა. მაჰათმა განდიმ გააუქმა ჩანდალათა რიცხვმრავალი კასტა. განა ძველი დროის ბრაჰმანებს არ შეეძლოთ ესევითარი გულმოწყალების გამოვლენა ჩანდალას მიმართ, მაგრამ ეს არ ქნეს. ჩანდალა უნდა არსებობდეს. ყოველ ბრაჰმანსა და ქშატრიას ჩანდალას აჩრდილი ადგას თავზე. სადაც ჩანდალაა, იქ მისი უმეტესი კაციც უნდა იყოს. სადაც ჩანდალა აღარაა, ვეღარავინ იქნება მისი უმეტესი.
კალი-იუგას ეპოქაში თუ ყველა უარობს ჩანდალად ყოფნას, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩანდალაა. ნეომექანიცისტურ სოციუმში თუ ყველა უარობს გოლემად ყოფნას, მაშინ ყველა გოლემია და უფრო უმეტესი გოლემია, ვიდრე ეს გაცხადებული გოლემების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ეს ორგზის გოლემია.
ჩანდალად გება თავისებური სახიობაა დღეს. ყველა ჩანდალაა, გარნა ჭეშმარიტი ჩანდალა ძნელად მოსაძებნია. ჭეშმარიტი ჩანდალა მომდევნო გარდასხეულებაში სხვა უნდა იყოს. იგი აღარ იქნება ჩანდალა. ეს არის მისი ერთადერთი საესავი, რადგან ღმერთების ხსენება და მათი თაყვანება მას ეკრძალება თვით ღმერთებისაგან. ახლანდელი ჩანდალა კი მრავალ სულთახდას გაივლის და მაინც ისევ ის იქნება ყოველ ახალ დაბადებაში, რადგან მისი საესავი არაა სხვად ყოფნა. ეს იმიტომ, რომ მას არ ემძიმება, არ ეთაკილება ჩანდალად ყოფნა და ამას ღმერთების სასჯელად არ მიიჩნევს. არსადაა ასეთი სასჯელი თვინიერ ინდუიზმისა, რომ ღმერთებისაგან მოკვეთილ, უსასოო და უკარებელ კაცს ალალი მოღმრთეობაც კი ეკრძალებოდეს და აღკვეთილი ჰქონდეს სალოცავ ალაგთან მიახლოებაც კი უარესი სასჯელის შიშით, ვიდრე ჩანდალად ყოფნაა. ასეთი სისასტიკის მიუხედავად ინდუიზმი ყველას და ყველაფერს აღემატება რიტორების შუქის სიკაშკაშითა და უმაღლესი ზნეობით. ინდუიზმის წიაღ შეუძლებელია როდესმე გაჩენილიყვნენ ვოლტერი და რუსო. ჭეშმარიტი ჩანდალა არაა გოლემი. სწორედ ასეთი ჩანდალას წინაშე მოიხარა ქედი ბრძენმა შანკარამ, რომელიც უარყოფდა ბუდასეულ თანასწორობას. ვინ იფიქრებდა, ასე თუ იქნებოდა ამა ჟამის კაცი, რომ მისთვის ჩანდალად ყოფნაც ძნელად მისაღწევი გახდებოდა.
ამა ჟამის პოლიტიკური სისტემის უდიდესი მიღწევა არის პლურალისტი გოლემი. სისტემამ პრინციპულ სახელმძღვანელო დებულებად და აქსიომატურ ვითარებად წარმოაჩინა, რომ ადამიანი არის მანქანა, კალკულირებადი სახიობური არსება, რომლის ცხოვრების ერთადერთი მოდუსი არის თამაში. ადამიანი თავისი სიცრუითა და მდაბალქცეობით მხოლოდ განამტკიცებს ამ ვითარებას. ასე ხდება ქრისტიანობის წიაღში. მისი დასასრული ეს არის, რომ ქრისტიანი გახდა პოლიტიკური ტიკინა და სანაქებო გოლემი.
ამ აქსიომის დაფუძნებას დასავლეთი ყველგან ცდილობს. ტექნიკასა და კაპიტალთან ერთად დიდი გოლემის სამოციქულოდ გამოიყენება ქალი და მისი ფიზიოლოგია. ეს არის ქრისტიანობისა და სიყვარულის ღმერთის საბოლოო სიტყვა. სისტემამ მეცნიერების მონაპოვრები გამოიყენა ადამიანის გოლემიზებისათვის. გასაკვირი ისაა, რომ საყოველთაო გოლემობის პირობებში მომეცნიერე კაცი მაინც ახერხებს წარემატოს ბუნებისმჩხრეკელობაში. კოსმოლოგიამ და კვანტურმა მექანიკამ ქრისტიანულ თეოლოგიას ძალზე დაუმძიმეს საქმე. რელატიურმა ფიზიკამ ნებისმიერი ხდომილება დასაშვები გახადა. ამ მეცნიერებამ ააყირავა შესაქმე, ვითარცა ათასწლოვანი ბებერი ხე და მისი აქამდე უხილავი ფესვები ხილულჰყო.
აწმყოს მაშინიზაცია და აბსოლუტიზაცია, ადამიანის პლურალისტ გოლემად და წყვეტილ სწორ ხაზად გადაქცევა მოხდა. ამაში ლიბერალიმმა არათუ ლომის წილი დაიდო, არამედ ჰიერატული მისია აღასრულა. ყოველივე ამის მიუხედავად, ადამიანი მაინც რჩება იკლიკანტურ და ამფიბოლურ არსებად. შემმეცნეს მაინც მიწყივ კაცზე ფიქრი და მისთვის ბრძოლა უხამს. კაცის მატიანე ვერ იქნება სწორი ხაზების მონაკვეთთა კრებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий