*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ივერია“ (2004 წლის 3 სექტემბერი, N 71), (გამომც. ილია ბარამიძე). წინამდებარე ტექსტი შესწორებული და მცირედ შევსებულია.
воскресенье, 19 мая 2013 г.
ლუსტრაცია,აგორა,ფრაივესი
წერილი პირველი
(2001 წლის 4 მაისს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე წაკითხული მოხსენების განვრცობილი რედაქცია, რომელიც ოთხ ნაწილად დაიბეჭდა გაზეთში „ახალი მერიდიანი“ ( 21 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2001 წ., N 19, N 20, N 21, N 22. გაზეთში მუქი შრიფტით გამოყოფილი ადგილები რედაქციისეულია). წინამდებარე ონლაინ ვერსია ქვეყნდება შესწორებებითა და დამატებებით). ტექსტის კრიტიკულ და ევრისტიკულ ღირსებას მკითხველი მყისვე შეამჩნევს.
Weltmacht oder Niedergang
*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“ ორ ნაწილად (29 მარტი - 4 აპრილი, 1996, N 13, 5 -11 აპრილი, 1996, N 14), შეცვლილი, რედაქციისეული ქართული სათაურით. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია, ქვეყნდება აღდგენილი შემოკლებებითა და თავდაპირველი სახელწოდებით .
UNUS MUNDUS
კოსმოპოლიტიზმი, ნაცია და იმპერია
ნაწილი პირველი
ფილოსოფოსი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის ხსოვნისათვის
შესავალი
გადმოცემის თანახმად, ერთმა ინდოელმა განდეგილმა ალექსანდრე მაკედონელს შეხვედრისას უთხრა, რომ ის სამშობლოს მოწყვეტილი მთელ დედამიწაზე დაეხეტებოდა, თავსაც იტანჯავდა და სხვებსაც ტანჯავდა. სიკვდილის შემდეგ მას მიწის ის ნაჭერი დარჩებოდა, რაც მის სამარეს ეყოფოდა. განდეგილმა გაკილა ალექსანდრეს სწრაფვა მსოფლიოს დასაპყრობად. ეს გადმოცემა ბევრჯერ უხსენებიათ მეგალოთიმიის განქიქებისა და საკუთარი ეთნოცენტრისტული არგუმენტაციის განმტკიცების მიზნით. ბევრზე ბევრი რამ თქმულა უარყოფითი აზრით, ოდეს დიდი ადამიანების იმპერიულ თიმოსზე უმსჯელიათ. განდეგილობა არ ნიშნავს უეჭველ სიბრძნეს. გადმოცემა არას ამბობს, თუ რა პასუხი მიუგო არისტოტელეს დიდმა შეგირდმა განდეგილს. ალექსანდრეს სიტყვა უნდა დაეწუნებინა განდეგილისათვის და ის არგნით გაეგდო, რადგან ეს არ იყო არც განდეგილი ბრძენისათვის და არც ალექსანდრე მეფისათვის საფერი სიტყვა. პროვიდენციული ნიშანი იყო ესეც, რომ ბიბლიური ბაბილონი, ძველი იმპერიების სახელოვანი ქალაქი ალექსანდრემ თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად აქცია. დღეს ერაყში, ბაბილონის ნანგრევებზე, დგანან ამერიკელი მეომრები, რომელთა მიზანიც მსოფლიო ლიბერალური იმპერიის შექმნაა. უფრო ადრე ბაბილონზე უვლიათ აზიის დამპყრობელ ბრიტანელ იმპერიალისტებს, უფრო ადრე - არაბ იმპერიალისტებს. რას ეტყოდა ეს განდეგილი ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრეების თანამედროვეს, ინდოეთის ბუდისტური იმპერიის შემქმნელს, ყველა დროის უდიდეს იმპერატორს აშოკა მაურიას (ძვ. წ. 273-239 წლები)? თუ ეს განდეგილი ამასვე ეტყოდა იმპერატორ აშოკას, რაც მან ალექსანდრეს უთხრა, რას უპასუხებდა მას აშოკა? იგი იყო უსათნოესი ბუდისტი და მაინც იმპერიალისტი. აშოკას წინაპარი, ინდოეთის მეფე ჩანდრაგუპტა მაურია ებრძოდა ალექსანდრე დიდის ეპიგონ სელევკოს ნიკატორს (მეფობის წლები 312-280). სელევკიდების იმპერია, ასევე მაკედონია და შემდეგ მთელი საბერძნეთი დაიმორჩილა რომმა. ანტიმაკედონელ დემოსთენესა (ძვ. წ. 384-322 წლები) და პრომაკედონელ, იმპერიალისტ ისოკრატეს (ძვ. წ. 436-338 წლები) კამათში ისოკრატე იყო მართალი. ეს დრომ წარმოაჩინა. ელინიზმს აღმოსავლეთში უნდა დაეწყო ექსპანსირება და მაკედონიის მეფე ფილიპე II, ისოკრატესათვის ბარბაროსი კი არა, როგორც დემოსთენე ამბობდა, არამედ ელინი და ჰერაკლეს შთამომავალი იყო. პლატონი რომ ამ ჟამს ცოცხალი ყოფილიყო, მოიწონებდა ის არისტოტელესეულ და ალექსანდრესეულ მსოფლიოს დაპყრობის იდეას? პლატონი დემოსთენეს მომხრე იქნებოდა, თუ ისოკრატესი? პაიდეია იმპერიულ სულს გულისხმობს. ნებისმიერი ბერძნულ-რომაული წარმოშობის პოლიტიკური და სოციალური ტერმინი იმპერიას გულისხმობს. ისოკრატეს, ალექსანდრე დიდსა და შემდეგ რომაელებს უნდა უმადლოდენ ამას ბერძნული და ლათინური ენები.
Laissez-faire capitalism-ის დასასრულისათვის
თავი I
ყოველთვის შინაგანად ვეწინააღმდეგები მითითებას ანგლოსაქსურ ლიტერატურაზე. უნდო თვალით ვუცქერდი აგურის სისქე ბრიტანულ-ამერიკულ წიგნებს თავისუფალ ბაზარსა და ლიბერალურ ეკონომიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მის დემოკრატიულ ღირებულებებზე. ეს წიგნები არის invidious, საძულველი მათი უსამართლობისათვის. ყოველთვის მესმოდა, რომ ფალსიფიკაცია იყო ეს ყველაფერი, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა ადამიანის ისტორიაში. საბჭოთა იმპერიის დროს და მისი დაშლის შემდეგ, თავისუფალი ბაზრის სახელით განსჯა იყო დასავლეთის ultima ratio (გადამწყვეტი საბოლოო არგუმენტი), რათა ხალხები დაერწმუნებინათ ნეოლიბერალიზმისა და ლიბერტარიზმის ერთადერთობაში. სულ იდეების გენერირებაზე მოლაპარაკე დასავლეთს სხვა იდეა არ უშვია განვლილ ოცწლედში. ეს ლესე ფერ, ლესე პასე-ს (Laissez faire, laissez passer-მოქმედების თავისუფლება და ჩაურევლობა საქმის მსვლელობაში) აპოლოგია პოსტსაბჭოთა გარემოში იყო argumentum ad hominem (გრძნობაზე მოქმედი არგუმენტი, რომელიც მიუკერძოებელ მსჯელობას ვნებს). ახლანდელ ეკონომიკურ-ფორმაციულ კრიზისს წინ უძღოდა მრავალწლიანი იდეური კრიზისი, რომლის დანახვა დასავლეთს პრინციპულად არ სურდა. დასავლური პოლიტიკური სისტემა იყო და არის კაპიტალის მსახური და უკვე ესაა საკმაო საფუძველი, რომ ადამიანი შეეჭვდეს დასავლური პოლიტეკონომიური და ფილოსოფიური დისკურსის სისწორეში. აქ მივმართავ უილიამ გრეიდერის 800-გვერდიან ნაშრომს ამერიკული ბიზნესის ქრონიკებზე: William Greider. Secrets of the Temple: How the Federal Reserve Runs the Country. A Touchstone Book. 1987. ავტორი ამბობს, რომ 200 წლის განმავლობაში ამერიკა მოხერხებულად უვლიდა გვერდს დემოკრატიასა და კაპიტალიზმს შორის არსებულ წინააღმდეგობას (p. 714). აქვე გრეიდერი მიმართავს ამერიკელი სოციოლოგის ტორსტაინ ვებლენის (Veblen) (1857-1929) ნათქვამს, რომ ფული იყო ამერიკელთა ცხოვრებისეული კრედო, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა (p. 717). ცოტა ზემოთ კი ნათქვამია, რომ დემოკრატიული კაპიტალიზმით შექმნილ ამერიკულ კულტურაში ფული იყო წმინდა ტოტემი (p. 716).понедельник, 15 октября 2012 г.
აკაკი ბაქრაძის წინააღმდეგ
აკაკი ბაქრაძეს უდიდესი ავტორიტეტი აქვნდა ეროვნული მოძრაობის დროს. მას 90-იანი წლების ილიას უწოდებდნენ. მისი ლექციებისა და მოხსენებების მოსასმენად ხალხი მოიჩქაროდა და ტევა არ იყო. მის სატელევიზიო გამოსვლებს მთელი საქართველო უსმენდა და შემდეგ ბჭობდნენ ამაზე. ბოლოს ისე საჯაყად დაემართა ბაქრაძეს, რომ მტერიც ვერ უზამდა. ქართველთა გულებში აღმართულ დიდების კვარცხლბეკიდან ბაქრაძე გაიპარა. ცხოვრებამ დასცინა მის მედასავლეთეობას და ჩალად აქცია მისგან თქმული სიტყვა. ქართველებს ხელთ შერჩათ ნაერისკაცალი, კომუნისტების ნასახელარი ერთი მობუტბუტე კაცი, ეროვნული მოძრაობის საბოლოო დასამარების მონაწილე, შევარდნაძის მოდასე გურული. ისე ჩავიდა ის საფლავში ცხოვრებისგან დაძრახული, რომ ერთი არა უთქვამს რა თავისი ძველი სახელის შესაფერი.
![]() |
| გაზ. "ჩვენი მწერლობა", ივლ. 2003. |
ბედისწერისა და ნების თავისუფლებისათვის
მეორე, განვრცობილი ვერსია
საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარი (დაიბ. 1935 წელს) შიიტი ღვთისმეტყველია ქალაქ ყუმიდან. ის არის აწ განსვენებული აიათოლა საიიდ ალი ასღარ ლარის შვილი. ვაქვეყნებ ნაწყვეტს ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე მისი რუსულად გამოცემული ცნობილი წიგნიდან Бог и Его атрибуты. Лекции по мусульманской догматике, რომელიც გამოცემულია ისლამური ცენტრის „ირშადის“ მიერ 2004 წელს. ყუმელი ღვთისმეტყველის შრომები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, გერმანულ და ურდუს ენებზე. საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარის საიტია: www.musavilari.org
Подписаться на:
Сообщения (Atom)
