Показаны сообщения с ярлыком წიგნიდან "ფორმაცია და ცივილიზაცია.ნარკვევები". Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком წიგნიდან "ფორმაცია და ცივილიზაცია.ნარკვევები". Показать все сообщения

пятница, 27 мая 2011 г.

ფორმაცია და ცივილიზაცია, თავი პირველი


დენი დიდროს ხსოვნას ეძღვნება

უმთავრესი სამეცნიერო სიძნელე, რომელიც წარმოიშვა საბჭოთა სისტემის უარყოფის შემდეგ, არის ის, რომ საზოგადოებრივი აზროვნება, პოლიტიკური მეცნიერება დარჩა იმ საყრდენისა და ორიენტირის გარეშე, რასაც საკაცობრიო ისტორიის განვითარების ფორმაციული თეორია ეწოდება. XX საუკუნის 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში იყო ბევრი მცდელობები, რომ საყოველთაო ისტორიის განმარტების მარქსისტული ფორმაციული თეორია და მასთან ერთად მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია შეცვლილიყო ისტორიის განვითარების რელიგიური თეორიით, რომელიც ქრისტიანობაში ავგუსტინეს "ღვთის ქალაქიდან” იღებს დასაბამს.

"ფორმაცია და ცივილიზაცია", გამოხმაურება


გოჩა გვსალიას "ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები" საყურადღებო და ანგარიშგასაწევი წიგნია, რამდენადაც მასში შესული ნარკვევების გამაერთიანებელი კონცეფცია ხაზგასმით არასტერეოტიპულია, მეტიც, ის გამომწვევად ანტისტერეოტუპულია არამარტო ქართული, არამედ ზოგადევროპული მიდგომების  თვალსაზრისითაც კი, და თუნდაც მასში წამოყენებული არაერთი დებულება ობიექტური ჭეშმარიტების მიმართაც ოპოზიციური იყოს, ისინიც კი  ხელს უწყობენ და ემსახურებიან იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად ცალსახად გვაქვს არგუმენტირებული ეს ჭეშმარიტებები და დამატებით რა არსებითი არგუმენტებისა და ფაქტების მოხმობაა საჭირო, რომ მომავალში ისინი ვინმესთვის კვლავდაკვლავ არ დადგნენ ეჭვქვეშ.

მიხეილ ქურდიანი

"ფორმაცია და ცივილიზაცია", გამოხმაურება


ახალ წიგნს  მე ყოველთვის ორჭოფული განცდით ვიღებ ხელში: სიახლის წყურვილს თან ახლავს შიში მოლოდინის გაცრუებისა. სამწუხაროდ, ეს შიში თითქმის ყოველთვის მართლდება, იშვიათ გამონაკლისთა გარდა. გოჩა გვასალიას წიგნი, ჩემდა სასიხარულოდ, ერთი ამ იშვიათ გამონაკლისთაგანია. ავტორის თამამი და მაძიებელი აზრი, რთული სოციოლოგიური პრობლემების არსში ღრმად წვდომისა და ზუსტი ანალიზის უნარი, იშვიათი სიტყვიერი კულტურა, იმპოზანტური სტილი სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის და ვფიქრობ, ასეთსავე შთაბეჭდილებას მოახდენს იგი ყველა ინტელექტუალურ მკითხველზე.
ბაჩანა ბრეგვაძე

"ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები", გამოხმაურება


გოჩა გვასალიას წიგნი "ფორმაცია და ცივილიაზაცია. ნარკვევები" დაწერილი მძვინვარე გონებით და ცხელი გულით, ძლიერი და უხვი ქართულით, წიგნი მნიშვნელოვანი და სადღეისო თვალსაზრისით აუცილებელი. იგი მრავალ პრობლემას მოიცავს, გლობალიზაციის ანალიზიდან ქართული ყოფის კონკრეტულ საკითხებამდე, რაც შეუბორკავი გაბედულებით და ორიგინალურად არის გაშუქებული.
წაკითხულით შეიძლება აღტაცებული დარჩე, შეიძლება ავტორის მიერ გამოთქმულ აზრებს დაუპირისპირდე, მათ შორის ზოგიერთი უგულებელჰყო, ან უარყო კიდეც, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გულგრილი ვერ დარჩები: ეს წიგნი ჩაგაფიქრებს, დაგაღონებს ან გაგახარებს, ახალ ჰორიზონტს გაგიხსნის და გაიძულებს თვითონ ეძებო პასუხები ავტორის მიერ აღძრულ მართლაც დამთრგუნველ და ძრწოლისმომგვრელ საკითხებზე.

თამაზ ჩხენკელი

"ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები", გამოხმაურება


გოჩა გვასალიას წიგნი "ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები" თავისი აქტუალობითა და განხილულ საკითხთა მრავალფეროვნებით, ფილოსოფიური, რელიგიური, პოლიტიკური პრობლემატიკსადმი კრიტიკულ-ანალიტიკური მიდგომით აშკარად გამორჩეული ნაშრომია. შეიძლება ვიდავოთ ავტორის გარკვეულწილად ფილაზიურ შეხედულებებთან, რელიგიური სისტემების როლის შეფასებასთან თანამედროვე მსოფლიოში, პოლიტიკური მოვლენის მისეულ ხედვასთან. ამასთანავე უთუოდ მოსაწონია მისი გაბედულება საკუთარი, ხშირად ტრადიციულთან მკვეთრად დაპირისპირებული აზრის წამოყენებისას, დებულებათა არგუმენტაციის სიღრმე, სადაც საჭიროა, პუბლიცისტური პათოსი, რაც მთავარია, ყოველივეს ფილოსოფიურად გააზრებისაკენ ლტოლვა.
რისმაგ გორდეზიანი

ფორმაცია და ცივილიზაცია, მეხუთე თავი


მეხუთე თავი


თანამედროვე ნეოლიბერალიზმსა და გლობალიზმზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ იუდაისტური მესიანიზმის პრობლემას.
ხორხე ბორხესი თავის ლექციაში ბუდიზმის შესახებ აღნიშნავს, რომ ძალზე ძნელია რელიგიის, განსაკუთრებით იმ რელიგიის, განმარტება, რომლის აღმსარებელიც არა ხარ.

четверг, 26 мая 2011 г.

”ჰარი პოტერის” ერთი შეფასების შესახებ


გაზეთ “ჩვენ მწერლობაში” (2 -8 მაისი, 11-17 ივლისი, 2003 წ.) გამოქვეყნდა ლევან მათეშვილისა და ირაკლი ლომოურის მამხილებელი პუბლიკაციები, რომელნიც ეხებიან ინგლისელი მწერალი ქალის ჯოან როულინგის ზღაპარს ”ჰარი პოტერს”. ავტორები ცდილობენ დაასაბუთონ ამ ზღაპრის სატანური ხასიათი და შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ბავშვები დაინტერესდებიან ოკულტიზმითა და მაგიით, ხოლო მოზრდილნი ერესის საცდურის წინაშე დადგებიან. ჩემი ამ წერილის ნაწილის იმავე გაზეთში გამოქვეყნება ვერ შევძელი. სხვა სალიტერატურო გამოცემებმა მის დაბეჭდვაზე ასევე უარი თქვეს.

იიობ ყუცელის ძლევა


თამიმ იყო იიობ, რაიც ღვარძლისაგან უცხოს, სათნოებით განვსილებაში მდგარს, ყოვლით სრულს ნიშნავს. ბერძლ ესეა: καὶ ἦν ὁ ἄνθρωπος ἐκεῖνος ἀληθινός, ἄμεμπτος, δíκαιος, θεοσεβής.

ყოველივეს დამაბოლოვებელ შესაკითხზე მიწყივ მოფიქრალ გონებას თუ შეეძლო მხოლოდ ასეთი ნაწიგნის შექმნა. ვინც დაუზარელი იქნება მის შემეცნებაში, ის მტანჯვი უკმარობის შეგნებით განიმსჭვალება. მეცნიერნი მიიჩნევენ, რომ სოკრატესას დაიწერა იიობის გვემულების ამბავი. სოკრატე რომ ნაცარში მტყებარ დაწყლულებულ იიობს გადაჰყროდა, ეტყოდა მას იმაზე მეტს, ვიდრე მისმა მეგობრებმა უთხრეს? მარქვით საყდრის მამანო და თქვენც, ცუდნო რიტორნო, თუ ძალგიძთ. ვერა, ვაგლახად მშთარნო. ყური დამიპყარით და მე გაუწყებთ.

იუდას ფენომენოლოგია


ძლეულის შთამოებიდან შთამოებაში გმობა და მდღევრად მოყივნება

აღარ ეგების, როდესაც სატანზე ითქმის, რომ ჯვარცმის
მადლით იძლიაო იგი. თუ ჯვრისმტვირთველობით ადამის ცოდვა
გამოსყიდულ იქნა, კაცის დაცემული ბუნება რადიკალურად გან-
ღვთიურდა ქრისტეს მეღვაწლეობით, მაშინ ადამის ნატამალს უნდა
წაერთვას შემეცნების ხის ნაყოფისაგან ნიჭებულიც. ასე თუ არ მოხდა,
 მაშინ ღვთისმეტყველი უნდა არკვევდეს იმას, თუ როგორ
არის შესაძლებელი ჯვარცმისშემდგომ დროებაში ადამის ნატამალისათვის
სატანისაგან ნიჭებული შემეცნებითი უნარის განღვთიურება.
ის, რაც ადამში დემონურად აღჩინდა და რის გამოც იგი სამისხოდ
მოყივნდა ღვთისაგან, უნდა დეიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს,
რომ შემეცნების ხის გარდაქმნილი ნაყოფი ადამის ნატამალს
თავად ღმერთის ხელით მიეწოდოს.