Показаны сообщения с ярлыком მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი. Показать все сообщения

понедельник, 9 сентября 2013 г.

მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი

*ნარკვევი  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „საზრისი“, N 10, 2003. წინამდებარე ტექსტი არის მისი შესწორებული და შევსებული ვერსია.
 
        ჰუსერლის ნამოწაფარნი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი მაქს შელერი (1874- 1929) და ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი დიტრიხ ფონ ჰილდებრანდი (1889- 1977) ფენომენოლოგიის ისტორიაში ორიგინალურ და სპეციფიკურ მოაზროვნეებად არიან მიჩნეულნი. ახლო მეგობრობით დაკავშირებულმა ორივე მათგანმა ფენომენოლოგიური ძიება გამოკვეთილად დაუკავშირა ავგუსტინეს მოძღვრებასა და კათოლიციზმს. თუ ჰუსერლი ავგუსტინეს დებულებებს გნოსეოლოგიისა და ფენომენოლოგიური ონტოლოგიისათვის იყენებდა, შელერი და ჰილდებრანდი ავგუსტინეზე მითითებით ქმნიან აქსიოლოგიურ და ეთიკურ მოძღვრებებს.