Показаны сообщения с ярлыком პაიდეია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პაიდეია. Показать все сообщения

пятница, 27 мая 2011 г.

რა არის ახლანდელი პაიდეია და აპაიდევსია? (ბოლონიის პროცესის კრიტიკისათვის)

წერილი პირველი

 უამრავი მასალა დაგროვდა უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკასა და ელექტრონულ ქსელში ბოლონიის პროცესზე, საზოგადოდ განათლებაზე. მასალების უმეტესობა დიდად მოიკოჭლებს და მას აქვს დეკლარაციულ-კამპანიური და კონფორმისტულად ოპტიმისტური ხასიათი. ბოლონიის პროცესზე მსჯელობა დაემსგავსა XX საუკუნის 70-80-იანი წლების რიგ დასავლელ ფუტუროლოგთა წარმტაც განსჯას ინფორმაციულ ეპოქასა და ახალ ცნობიერებაზე.