четверг, 26 мая 2011 г.
«Рок Териона»
Автору этой книги хотелось, чтобы изложенные здесь медитации впервые зазвучали на древнегрузинском языке, языке далёких неизвестных.
Шедеврами являются главы этой книги «Воин Гога», «Осиление Иова уцского», «Феноменология Иуды» и другие.
Такого ещё нигде никем не было сказано. Книга эта вызовёт фурор во всём мире и способна зажечь вулканический факел в ищущих сердцах.
“თერიონის ვარდის” სარჩევი
1. დასაწყისი
2. მოყვასთა უმოყვასობანი
3. გოგის მეომარი
4. იიობ ყუცელის ძლევა
5. ბოლო ჟამის გოლემი
6. იუდას ფენომენოლოგია
7. სატანაელის ენქირიდიონი
“Fate of Therion”
“Fate of Therion” is a book of a great terrify and sorrowful think. It’s written by fire of Prometheus spirit and tells about travel and strangeness of insurgent philosophical idea to being in torture. Here continues that discussion between Man and God that canceled in Iob’s book. The author of this book wanted that meditations given here, be heard the first time in old Georgian language, which is the remote language of strangers. Items of this book: “Gog’s warrior”, “Overpowering of Iob”, “Phenomenology of Judah” and etc are masterpieces. There was never said anywhere such thing.This book will make furor in whole world and it can light volcanic torch in seeking hearts.
შესავალი სიტყვა
მიწისას მოიუბნებს ეს წიგნი და არა ცისას. მიწიერთა შვებადშთენილიყოს იგი. სამძიმო და შემაძრწუნებელია აქ ნასიტყვი. დიდიმოცნების მაძებნიერთა ღვაწლისმძლეობის საწყაულად შეიდვას იგი,რომელ არს აღნაქუსი მზარავი საგრობისა.
უცნობელი ძველი ღმერთების ენითაა გადმოცემული საამწიგნოდ ზმული. ამა ღმერთებმა ოდენ ენა დატოვეს თავის ნაკვალევად. ენაენიგმა და ენა ენერგემა, უსახელო ღმერთების ქარაგმა, ენა თავადღმერთი. მისით მოიმცნობენ ურთიერთში ზეციერნი დაქვესკნელიერნი. ესე ენა ენამი ენდეს მყოვარ ჟამ, მისით განისიტყვოსმოაქამდე უსიტყველი.
ენაო ფესვუცნობო, შენს შესხმად ყოფილიყოს ღამეულ ჟამს ესეგანწიგნებული. ოფაზი ქართულით ვაქართულე და ვააზატე უყიერისაცნავ-სავარამონი. მოსაფონად ექმნეს იგი ამ ენის კაცთადმი მომღებუცნობელ ღმერთებს, რომელნიც იმარხავენ მის დაფარულს.
სევდის სპეკალით მოვთვალავ ამა აღნაქუსს. ვთქვა პორფირენი და ალშეღებული ებანითა ვუებნო ცნობის ვარამს. განვაყმენ შრტოხმელიერი და ვხენ სიჩჩოება სულისა, სიორძილი რიტორებისა. ხეახოვანი, კენარ-ვარჯოვანი, ჟამთა დამკრები, ცის საქანელს რქენდესდა იყოს იგი შემტყობარად შემმეცნეთათვის.
იიობ ყუცელის ძლევა
თამიმ იყო იიობ, რაიც ღვარძლისაგან უცხოს, სათნოებით განვსილებაში მდგარს, ყოვლით სრულს ნიშნავს. ბერძლ ესეა: καὶ ἦν ὁ ἄνθρωπος ἐκεῖνος ἀληθινός, ἄμεμπτος, δíκαιος, θεοσεβής.
ყოველივეს დამაბოლოვებელ შესაკითხზე მიწყივ მოფიქრალ გონებას თუ შეეძლო მხოლოდ ასეთი ნაწიგნის შექმნა. ვინც დაუზარელი იქნება მის შემეცნებაში, ის მტანჯვი უკმარობის შეგნებით განიმსჭვალება. მეცნიერნი მიიჩნევენ, რომ სოკრატესას დაიწერა იიობის გვემულების ამბავი. სოკრატე რომ ნაცარში მტყებარ დაწყლულებულ იიობს გადაჰყროდა, ეტყოდა მას იმაზე მეტს, ვიდრე მისმა მეგობრებმა უთხრეს? მარქვით საყდრის მამანო და თქვენც, ცუდნო რიტორნო, თუ ძალგიძთ. ვერა, ვაგლახად მშთარნო. ყური დამიპყარით და მე გაუწყებთ.
იუდას ფენომენოლოგია
ძლეულის შთამოებიდან შთამოებაში გმობა და მდღევრად მოყივნება
აღარ ეგების, როდესაც სატანზე ითქმის, რომ ჯვარცმის
მადლით იძლიაო იგი. თუ ჯვრისმტვირთველობით ადამის ცოდვა
გამოსყიდულ იქნა, კაცის დაცემული ბუნება რადიკალურად გან-
ღვთიურდა ქრისტეს მეღვაწლეობით, მაშინ ადამის ნატამალს უნდა
წაერთვას შემეცნების ხის ნაყოფისაგან ნიჭებულიც. ასე თუ არ მოხდა,
მაშინ ღვთისმეტყველი უნდა არკვევდეს იმას, თუ როგორ
არის შესაძლებელი ჯვარცმისშემდგომ დროებაში ადამის ნატამალისათვის
სატანისაგან ნიჭებული შემეცნებითი უნარის განღვთიურება.
ის, რაც ადამში დემონურად აღჩინდა და რის გამოც იგი სამისხოდ
მოყივნდა ღვთისაგან, უნდა დეიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს,
რომ შემეცნების ხის გარდაქმნილი ნაყოფი ადამის ნატამალს
თავად ღმერთის ხელით მიეწოდოს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)