суббота, 5 октября 2013 г.
რას ვფიქრობ მერაბ მამარდაშვილზე?
დიდი ხანია განზრახული მქონდა მერაბ მამარდაშვილზე (დაიბ. 15 სექტ. 1930, გარდ. 25 ნოემბ.
1990) წერილის გამოქვეყნება. ქართულ პრესაში ძალზე ბევრი დაიწერა და დღემდე იწერება
მის გამონათქვამზე „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“. თავიდანვე ვიტყვი: ვინც მოელის, რომ ამის გამო აქ მამარდაშვილის გმობას
დავიწყებ, ნუღა გააგრძელებს კითხვას.
23 წელი გამოხდა მამარდაშვილის სიკვდილიდან. ის რუსეთიდან
მოვიდა ეროვნულ მოძრაობაში და თავისი სიტყვის თქმას ფილოსოფიურად ლამობდა. ყოველთვის
მაკვირვებდა ქართველ ფილოსოფოსთა, მწერალთა, ლექტორთა დამოკიდებულება მის მიმართ. იყო
ოპოზიციონერთა ყასიდი აღტაცება მამარდაშვილის ნააზრევით 1990-94 წლებში და მისი ნათქვამის
ხშირი გამეორება, რომ ზვიადი დაღუპავსო საქართველოს. ეს რიოშული აღტაცება ზვიად გამსახურდიას ჯიბრით
გამოითქმოდა. მამარდაშვილის უცაბედი სიკვდილის შემდეგ ბევრმა გაიმეორა და უფრო ბევრმა
კი დაიჯერა, რომ „ზვიადმა მერაბს გული გაუხეთქა“. სამოქალაქო ომის დასრულებისა და საქართველოს
გაძარცვის შემდეგ იყო და არის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება მამარდაშვილის
მიმართ. ზვიადის მომტერე ინტელიგენტები მამარდაშვილის სახელს იყენებდნენ იმ მოჩვენებითობის
შესაქმნელად, ვითომ ბევრი ეყურებოდათ ფილოსოფიაში, ვითომ ლიბერალური ჰუმანიზმის მედროშენი
იყვნენ და მარქსისტული ათეიზმით გაბეზრებულნი მეტაფიზიკის საძებნიერში ეძებდნენ ღმერთს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)